ka | en
Company Slogan TODO

ლანდშაფტის ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი

ავტორი: Liana Khandolishvili
თანაავტორები: ლიანა ხანდოლიშვილი
საკვანძო სიტყვები: სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი, ბიოლოგიური პოტენციალი, ენერგეტიკული პოტენციალი
ანოტაცია:

ლანდშაფტთა პოტენციალის გამოვლენა, ანალიზი და სინთეზი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ლანდშაფტურ დაგეგმარებაში. ლანდშაფტთაპ ოტენციალის ჯეროვანი განსაზღვრა მათთვის სოცილურ-ეკონომიკური ფუნქციების მისადაგების და მათი რაციონალური გამოყენების არსებითი წინაპირობაა. ლანდშაფტს შეიძლება გააჩნდეს რამდენიმე ტიპის პოტენციალი, რომელთაგან მნიშვნელოვანია: ბუნებრივ-რესურსული, გარემოსდაცვითი (ეკოლოგიური), გარემოსაღმდგენი, რეკრეაციული და სელიტებური. ლანდშაფტის ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი მისი ძირითადი თავისებურებაა, რაშიც იგულისხმება იმ რესურსების ერთობლიობა, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას ეკონომიკური განვითარების ან გაუმჯობესების მიზნით. ბუნებრივ-რესურსულ პოტენციალში, თავისმხრივ, ერთიანდება: ეკონომიკური (სასოფლო-სამეურნეო) პოტენციალი - ლანდშაფტის უნარი, აწარმოოს სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო (მემცენარეობის) პროდუქცია; ბიოლოგიური პოტენციალი - ლანდშაფტის უნარი, აწარმოოს სხვადასხვა სახის ბიომასა; ენერგეტიკული პოტენციალი - ლანდშაფტის უნარი, გააჩნდეს ან აწარმოოს სხვადასხვა სახის ენერგია (ქარის, მზის, შეშის, გეოთერმული). მსოფლიოს (ბუნებრივი ზონების) და საქართველოს (ბუნებრივი ზონების ანალოგი ლანდშაფტები) მასშტაბით ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი დღემდე არ შეფასებულა და არ შედარებული. წარმოდგენილი ნაშრომი სწორედ ამ აქტუალური და საინტერესო სამეცნიერო ამოცანის გადაწყვეტას ისახავს მიზნად.


მიმაგრებული ფაილები:

ლანდშაფტების ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი [ka]
ლანდშაფტის ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com