ავტორიზაცია
ანტროპოგენური ფაქტორების გავლენა მდინარე ენგურის ჩამონადენზე
ავტორი: თამაზ პავლაძესაკვანძო სიტყვები: მდინარის ჩამონადენი, ჰიდროენერგია, წყლის ხარისხი
ანოტაცია:
ადამიანის მიერ გარემოს გარდაქმნის ანუ ანტროპოგენური ზემოქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინებაა დედამიწის ჰიდროსფეროს მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. ამიტომ, ჰიდროსფეროს მდგომარეობის ბუნებრივი რეჟიმის იძულებითი ცვალებადობის შეფასება, წყლის რესურსების ზუსტი აღწერა, დაცვა და რაციონალური გამოყენება შეადგენს ჩვენი მომავალი არსებობის უმნიშვნელოვანეს მომენტს . ხმელეთის წყლებზე ანთროპოგენური ზემოქმედება იწვევს მკვეთრ ცვლილებებს, რომლებიც მთლიანობაში დამღუპველია გარემოსათვის . მაგალითად : ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების სეზონური და მრავალწლიური რეჟიმის შეცვლა იწვევს: კარსტული და მეწყრული პროცესების ინტენსივობას, მდინარეებში და წყალსაცავებში ნაპირების ხელახალ ფორმირებას; განსაზღვრავენ ეკოსისტემის ფუნქციონირების პირობებს, იცვლება ტერიტორიის სეისმურობა . ყოველივე ამ ნეგატიურ პრობლემას ემატება კლიმატის ცვლილება და რაც მთავარია, წყლის რესურსების გაჭუჭყიანება . მდინარე ენგური საქართველოს მდინარეებს შორის გამოირჩევა, როგორც ყველაზე მაღალი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მქონე წყალსადინარი. აქ აშენებულია ერთი და დაგეგმილია რამოდენიმე დიდი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რითაც მთლიანად მოხდება ჩამონადენის დარეგულირება. აქედან გამომდინარე მკვეთრად შეიცვლება ჩამონადენის როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი მხარე. გაშუქებული იქნება მდინარის ჰიდროენერგეტიკული გამოყენების სქემები, ჯვრის წყალსაცავის მუშაობის პრობლემები და პერსპექტივები, ხუდონის წყალსაცავის ზეგავლენა გარემო პირობებზე . ასევე მოცემულია ხუდონის წყალსაცავში წყლის ხარისხისა და ევტროფიკაციული პროცესების პროგნოზირება.
მიმაგრებული ფაილები:
ანტროპოგენური ფაქტორების გავლენა მდინარე ენგურის ჩამონადენზე [ka]ანტროპოგენური ფაქტორების გავლენა მდინარე ენგურის ჩამონადენზე [ka]