ავტორიზაცია
მადნეულის სპილენძ–ოქროს საბადოს გეოლოგია და ფორმირების პირობები
ავტორი: ლევან დოლიაშვილისაკვანძო სიტყვები: მადანი, მადნეულის საბადო, ტუფი, მაგმატიზმი, მინერალიზაცია
ანოტაცია:
ანოტაცია ვულკანოგენურ მასიურ სულფიდური (VMS) საბადოები წარმოადგენენ დედამიწაზე ფერადი მეტალების მადნეული საბადოების ფართოდ გავრცელებულ ტიპს და მჭიდრო გენეტურ კავშირს ავლენენ ვულკანიზმთან. უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე განსაკუთრებულად აქტუალური გახდა ამგვარი საბადოების შემცველი ვულკანოგენურ–დანალექი, ვულკანური და დანალექი წყებების შესწავლა ფიზიკურ ვულკანოლოგიასა და სედიმენტოლოგიაზე დაყრდნობით, რაც ამგვარი წყებების დეტალურ ფაციალურ ანალიზს გულისხმობს. საქართველოში ამგვარი კვლევა წარმოადგენს სიახლეს. სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია მადნეულის სპილენძ–ოქროს საბადოს გეოლოგიური აგებულებისა და ფორმირების პირობების ამგვარ მიდგომაზე დაფუძნებული კვლევა, რომელიც ითვალისწინებს როგორც გეოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ მონაცემების მიმოხილვას, ასევე ჩემი პირადი ფაქტიური მასალის ანალიზს, რომელიც მოვიპოვე 2012 წელს საველე–გეოლოგიური პრაქტიკის ფარგლებში მადნეულის საბადოს კარიერზე. ჩემი სამაგისტრო ნაშრომის პირველ თავში მოცემულია მოკლე ცნობა ბოლნისის რაიონის გეოლოგიური შესწავლილობის ისტორიის შესახებ, განხილულია რაიონის გეოლოგიური აგებულება და განვითარების იტორია, მოკლედაა აღწერილი რაიონის ცალკეული საბადო და მადანგამოვლინება. ჩემს მიერ ახალი ფაქტიური მასალის ანალიზის შედეგად საბადოს შემცველ ქანებში დადგინდა საგულისხმო ვულკანური და სედიმენტაციური ტექსტურები, აგრეთვე ბიოგენური წარმოშობის განამარხებული ნაკვალევი - იქნიტები. მადნეულის საბადოს ტერიტორიაზე პირველად გამოიყო ვეზიკულარული ტუფების ფაციესი. ჩავატარე შემცველი ქანების პეტროგრაფიული შესწავლა პოლარიზაციული მიკროსკოპის საშუალებით. რენტგენოსტრუქტურულ (X-ray) ანალიზის საფუძველზე მოხდა მინერალ მელანტერიტის (FeSO4 * 7H2O) იდენტიფიკაცია საბადოს ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში. აღნიშნული კვლევების შედეგები განხილულია სამაგისტრო ნაშრომის მეორე თავში.
მიმაგრებული ფაილები:
პრეზენტაცია [ka]ლ. დოლიაშვილის სამაგისტრო ნაშრომი [ka]
მადნეულის სპილენძ–ოქროს საბადოს კარიერის მარკშეიდერული რუკა, მასზე აღნიშნული დაკვირვების წერტილებით [ka]