ავტორიზაცია
გულის კუნთის აღდგენით პროცესებზე ბიორეზონანსული თერაპიის ეფექტურობის დადგენა მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს
ავტორი: სალომე ავქოფაშვილისაკვანძო სიტყვები: მიოკარდიუმის ინფარქტი, ბიორეზონანსული თერაპია
ანოტაცია:
ბიორეზონანსული თერაპიას (ბრთ) საფუძვლად უდევს წარმოდგენა ადამიანის ორგანიზმზე, როგორც ელექტრული რხევების წარმომქმნელზე, რომელიც არსებობს როგორც სხეულში, ასევე მის ზედაპირზე და ვრცელდება გარემოში. ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება აგრეთვე, ორგანიზმის სხავადასხვა სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, იმუნური და სხვა). ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიოკარდიუმის ნეკროზული უბნის დანაწიბურების მე-7-14 დღეზე ელექტრომაგნიტური მმ დიაპაზონიანი გამოსხივების ზემოქმედება ნაწიბურის წარმოქმნას აჩქარებს. ნაჩვენებია, რომ ბრთ სტიმულიებს მიტოზების აღმოცენებას რეგენერირებად ღვიძლის ქსოვლიში და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას ექსპერიმენტულ ცხოველებში, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ბრთ ხელს უწყობს უჯრედების დაყოფას ანუ ახდენს პოლიფერაციის რეგულაციას. სამუშაოს მიზანი იყო გულის კუნთის აღდგენით პროცესებზე ბიორეზონანსული თერაპიის ეფექტურობის დადგენა მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს. კვლევა ჩატარდა ზრდასრულ თეთერ ვირთაგვებზე. ექსპერიმენტულ მოდელად გამოყენებულია მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის მოდელი. განისაზღვრა მიოკარდიუმის ინფარქტის ბიომარკერული ფერმენტების აქტივობა, ჰისტოლოგიურად შეფასდა ნაწიბური წარმოქმნის პროცესი. პროლიფერაციული აქტიურობის შესაფასებლად გამოყენებული იქნა იმუნოჰისტოქიმიური შეღებვა ki67-ზე. ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად დადგენილია, რომ ენდოგენური ბიორეზონანსული თერაპიის სეანსების ჩატარება ექსპერიმენტში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ხელს უწყობს ვირთაგვას პერიფერიულ სისხლში მარკერული ფერმენტების (კრეატინფოსფოკინაზას და კფკ-მბ ფრაქციის) აქტიურობის ნორმალიზაციას და მიოკარდიუმის დაზიანებულ უბანში აღდგენითი პროცესების განვითარებას. მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს ბრთ-ს სეანსები აჩქარებს სტრუქტურული ცვლილებების განვითარებას აღდგენითი ზრდის საწყის ეტაპზე და ახდენს პროლიფერაციის სტიმულაციას ნაწიბურის არეში. შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბურის არეში კუნთოვანი უჯრედების არსებობა მიუთითებს მიოკარდის ტიპიური ჰისტოარქიტექტონიკის ფორმირების შესაძლებლობაზე.
მიმაგრებული ფაილები:
ავქოფაშვილი [ka]