ავტორიზაცია
ორალურ გლუკოზო ტოლერანტობის ტესტისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის შედარებითი მახასიათებლები მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებში
ავტორი: ნატო ზარიძესაკვანძო სიტყვები: გლიკოზირებული ჰემოგლობინი, დიაბეტი
ანოტაცია:
თემის აქტუალობა: შაქრიანი დიაბეტი არის დაავადება, რომელიც განპირობებულია ინსულინის აბსოლიტური ან შეფარდებითი უკმარისობით, იგი ხასიათდება ჰიპერგლიკემიით და გლუკოზურიით,ასევე ნივთიერებათა ცვლის სხვა მოშლილობებით. დიაბეტის გამოვლენა შეგვიძლია გლიკოზირებული ჰემოგლობინის და ორალურ გლუკოზოტოლერანტობის ტესტების ჩატარებით. გლიკოზირებული ჰემოგლობინი HbA1c ყალიბდება ჰემოგლობინის მოლეკულასთან გლუკოზის მიერთების შედეგად . გლიკირებული ჰემოგლობინი HbA1c გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ შაქრიანი დიაბეტის კომპენსირების ხარისხი 3 თვის მანძილზე. ოპტიმალური მაჩვენებელია შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისათვის და გართულებათა რისკის შესაფასებლად. ორალურ გლუკოზო ტოლერანტობის ტესტების მეთოდი :პაციენტი ცდის ჩატარებამდე სამი დღე უნდა ღებულობდეს დღეში არაუმეტეს 125გ.ნარშირწყლების შემცველ საკვებს,ხოლო უშუალოდ ცდის ჩატარებამდე 10-14 საათის განმავლობაში საკვები არ უნდა მიიღოს.პირველად საზღვრავენ გლუკოზის დონეს,პაციენტს აძლევენ 75გ.გლუკოზისშემცველ ხსნარს. 30,60,90 და 120 წუთის შემდეგ საზღვრავენ სისხში გლუკოზის კონცენტრაციას. კვლევის მიზანი: ორალური გლუკოზო ტოლერანტობის ტესტის და გლიკოზირებული ჰემოგლობინის შედარებითი მახასიათებლების შეფასება, მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტთა განსხვავებუ ლასაკობრივ(35-45წ და 45-70წ) ჯგუფებსა და სქესს შორის. კვლევის ობიექტი და მეთოდები: გამოკვლეულ იქნა 50 ადამიანი, გამოსაკვლევი პირები დავყავით ორ ჯგუფად 30-45 წლამდე და 45-70 წლამდე. კვლევისათვის გამოყენებული იქნას გერმანული ფირმა HUMANI-ს ფირმის მოწოდებული რეაქტივთა ნაკრებები. სტატისტიკური ანალიზისათვის გამოვიყენეთ ერთფაქტორიანი დისპერსიული ანალიზი ( One-Way ANOVA - ფაქტორი: პაციენტთა ასაკი და სქესი). მიღებული შედეგები: ასაკობრივ ჯგუფებს შორის სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავება დაფიქსირდა სამივე საკვლევი პარამეტრის მიხედვით: ხანდაზმულ ჯგუფში (45-75 წელი) მომატებულია სამივე პარამეტრი. HbA1c - განსხვავება სარწმუნოა F (1,48)= 66.555; P<0.05;) OGTT 1 - ორალური გლუკოზოტოლერანტობის ტესტი უზმოზე - განსხვავება სარწმუნოა F (1,48)= 22.993; P<0.05;OGTT 2 -ორალური გლუკოზოტოლერანტობის ტესტი ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ - განსხვავება სარწმუნოა F (1,48)= 45.099; P<0.05; დიაბეტის განვიტარების სიხშირის კორელაცია სქესთან არ გვაძლევს სარწმუნო სვაობას. დასკვნა: 45-75 წლის ასაკობრივ ჯგუფში მომატებულია გლიკოზირებული ჰემოგლობინის, ორალური გლუკოზატოლერანტობის ტესტის მაჩევნებლები როგორც უზმოზე, ასევე ჭამის შემდეგ.დიაბეტის ავადობისა და სქესის კორელაციით არ იქნა მიღებული სარწმუნო განსხვავება.
მიმაგრებული ფაილები:
ორალურგლუკოზოტოლერანტობის ტესტისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის შედარებითი მახასიათებლები მეტაბოლური სინდრომის მქონე პაციენტებში [ka]