ka | en
Company Slogan TODO

ხურმაში (Diospyros kaki) არსებული ბიოაქტიური ნაერთების რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი

ავტორი: დიმიტრი პაპუკაშვილი
საკვანძო სიტყვები: კარალიოკი, ხურმა, ფენოლური ნაერთები.
ანოტაცია:

კარალიოკი არის კომერციულად მნიშვნელოვანი ხილი და იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა ფენოლური ნაერთები, საკვები ბოჭკოები, ვიტამინები, მინერალურ ნივთიერებები და ა.შ. კარალიოკი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით შაქრებს და ამით მისი საგემოვნო თვისებები და ბიოლოგიური ღირებულება გაზრდილია. კვლევის მიზანი იყო კარალიოკიდან წვენის ქარხნული წესით მიღების სხვადასხვა ტექნოლოგიურ ეტაპზე არსებულ ნარჩენებში ფენოლური ნაერთების რაოდენობრივი შედარება და მათი ექსტრაქციის უნარის შეფასება. კვლევის ობიექტს წარმოადგენს ესპანეთში, ხმელთაშუაზღვისპირეთში მოყვანილი Sharon-ის ჯიშის კარალიოკის გადამუშავების ტექნოლოგიური სქემის 5 სხვადასხვა ეტაპზე მიღებული ნარჩენები. მიზნის მისაღწევად დასახული იყო შემდეგი ამოცანები: 1. შეგვერჩია ეფექტური გამხსნელი, რომელიც 5 სხვადასხვა ეტაპზე დარჩენილი ნარჩენებიდან მაქსიმალურად ეფექტურად გამოწვლილავდა ფენოლურ ნაერთებს. 2. შერჩეული ეფექტური გამხსნელებით ტექნოლოგიური სქემის შესაბამისი ნარჩენებიდან ფენოლური ნაერთების ექსტრაქცია და რაოდენობრივი განსაზღვრა. კვლევის შედეგებია: 1. წვენის მიღების ტექნოლოგიური სქემის სხვადასხვა ეტაპზე მიღებული ნარჩენები განსხვავდებიან ფენოლური ნაერთების შემცველობის მიხედვით. კერძოდ, I (Rechazo-decanter) და IV (Tratamiento Enzimatico) ეტაპებზე მიღებული ნარჩენები ყველაზე მდიდარია ფენოლური ნაერთებით. შემდეგ მოდის II (Rechazo) და V (Tamizado) ეტაპები. 2. ტექნოლოგიური სქემის სხვადასხვა ეტაპებზე მიღებული ნარჩენებიდან ფენოლური ნაერთების ექსტრაქცია დამოკიდებულია გამხსნელის ტიპზე. კერძოდ, ტექნოლოგიური სქემის 5 ეტაპიდან I (Rechazo-decanter) და II (Rechazo) ეტაპებზე ყველაზე ეფექტურია წყლით ექსტრაქცია, III (Triturado Molino) და V (Tamizado) ეტაპებზე ქლორის მჟავით, ხოლო IV (Tratamiento Enzimatico) ეტაპზე - ეთილაცეტატით. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარალიოკის წვენის მიღების ტექნოლოგიური სქემის სხვადასხვა ეტაპზე მიღებულ ნარჩენებში ფენოლური ნაერთები განსხვავდებიან არა მარტო რაოდენობრივად, არამედ ექსტრაგირების უნარითაც. ნაშრომი შესრულებულია TEMPUS პროექტის (#159340 Tempus-1-2009-1-ES-Tempus-JPCR - “MAPB”) მხარდაჭერით ესპანეთში, ქ. ელჩეში, მიგელ ჰერნანდესის სახელობის უნივერსიტეტში.


მიმაგრებული ფაილები:

ხურმაში (Diospyros kaki) არსებული ბიოაქტიური ნაერთების რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი [ka]
ხურმაში (Diospyros kaki) არსებული ბიოაქტიური ნაერთების რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com