ka | en
Company Slogan TODO

ღვინისა და პორტვეინის შედარებითი ანალიზი დაძველების სხვადასხვა სტადიაზე

ავტორი: ნინო რჩეულიშვილი
საკვანძო სიტყვები: ღვინო, პორტვეინი, აქროლადი მჟავიანობა, საერთო მჟავიანობა, საერთო SO2, თავისუფალი SO2, სიმკვრივე, ალკოჰოლი.
ანოტაცია:

ღვინო ფართოდ გავრცელებული ალკოჰოლური სასმელია, რომელიც წარმოადგენს, როგორც ორგანიზმის მარელაქსირებელ საშუალებას, ასევე აქვს სხვა სასარგებლო თვისებები. ღვინის სასარგებლო თვისებები ცნობილია, რომ განპირობებულია მასში შემავალი გარკვეული კომპონენტებით. განსაკუთრებით სასარგებლოდ ითვლება წითელი ღვინო, ვინაიდან მასში ასეთი ნაერთები თეთრ ღვინოსთან შედარებით უფრო მეტი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ამ მხრივ, ასევე საინტერესოა პორტვეინი, რომელიც პორტუგალიურ შემაგრებულ ღვინოს წარმოადგენს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა პორტუგალიური და ქართული ღვინოების, ასევე პორტვეინის ხარისხობრივი პარამეტრების შედარება. ამისთვის დასახული ამოცანებია: აქროლადი და საერთო მჟავიანობის, თავისუფალი და საერთო SO2-ის, ალკოჰოლისა და სიმკვრივის განსაზღვრა. კვლევის ობიექტია პორტუგალიური და ქართული წითელი, მშრალი ღვინოები, ასევე, Ruby პორტვეინი. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ ქართულ და პორტუგალიურ ღვინოებს დაახლოებით ერთნაირი სიმკვრივეები აქვს, ხოლო პორტვეინის სიმკვრივე 3%-ით მეტია. ალკოჰოლი პორტვეინში 55%-ით მეტია, პორტუგალიურ ღვინოსთან, ხოლო 57%-ით მეტი - ქართულ ღვინოსთან შედარებით. საერთო მჟავიანობა პორტვეინში ქართულ და პორტუგალიურ ღვინოებთან შედარებით 40%-ით ნაკლებია; ხოლო მქროლავი მჟავიანობა პორტუგალიურ ღვინოსთან შედარებით 150%-ით ხოლო ქართულ ღვინოსთან შედარებით 108%-ით ნაკლებია პორტვეინში. თავისუფალი და საერთო SO2 პორტვეინში არ ისაზღვრება. რაც შეეხება ღვინოებს, ქართულ ღვინოში თავისუფალი SO2 15%-ით, ხოლო საერთო SO2 8%-ით ნაკლებია ვიდრე პორტუგალიურ ღვინოში. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართულ და პორტუგალიურ ღვინოებს გააჩნიათ ზემოაღნიშნული ხარისხობრივი პარამეტრების მსგავსი მაჩვენებლები, ხოლო პორტვეინში ყველა პარამეტრი განსხვავებულია. ნაშრომი TEMPUS პროექტის (#159340 Tempus-1-2009-1-ES-Tempus-JPCR - “MAPB”) მხარდაჭერით შესრულებულია პორტუგალიაში: ქალაქი მელჰადა, ღვინის საწარმო „კავეს მესიას“; ქალაქი გაია, პორტვეინის ცენტრი „კავეს მესიას“.


მიმაგრებული ფაილები:

ღვინისა და პორტვეინის შედარებითი ანალიზი დაძველების სხვადასხვა სტადიაზე [ka]
ღვინისა და პორტვეინის შედარებითი ანალიზი დაძველების სხვადასხვა სტადიაზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com