ავტორიზაცია
ლიპიდური ცვლის დარღვევების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
ავტორი: სალომე წერეთელისაკვანძო სიტყვები: ლიპიდები, ქოლესტერინი, ლიპიდების მეტაბოლიზმი
ანოტაცია:
ლიპიდური ცვლის დარღვევების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ლიპიდური ცვლა არის ორგანიზმის ცხიმოვანი ცვლა,ცხიმოვანის ცვლა მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზმში ცხიმების რაოდენობას,ორგანიზმის ცხიმების ძირითადი წარმომადგენლებია:ტრიგლიცერიდები,ეთეროფიცირებული და თავისუფალი ქოლესტეროლი და ფოსფოლიპიდები. კლინიკურ პრაქტიკაში ლიპიდური ცვლის განსაზრვრა ხდება ბიოქიმიურად , ვენური სისხლის შრატში, ძირითადად ისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლები : საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, მაღალი სიმკვირივის დადაბალი სიმკვირივის მქონე ლიპიპროტეიდების დონეები, და დგება ე. წ. ლიპიდოგრამა, ( ლიპიდური ცვლის ლაბორატორიული განსაზღვრა ხდება სხვადასხვა პარამეტრებით). ჩვენი კვლევის მიზანია დადგინდეს(როგორ იცვლება ამ მაშვენებელთა დონეები ადამიანში ასაკის მატებასთან ერთად) რა გავლენას ახდენს ლიპიდურ ცვლაზე ასაკი. ლიპიდური ცვლის მდგომარეობის შესაფასებლად ამ შემთხვევაში ვიყენებდით გერმანული ფირმის HUMAN-ის პროდუქციას. გამოკვლევეი ჩატარებულ იქნა გერმანული ფირმა HUMAN-ის ბიოქიმიურ ანაზიზატორზე HUMAN PRIMUSI, და დამოყებეულ იქნა ამავე ფირმის მიერ მოწოდებული რეაქტივტა ნაკრებები ე. წ. კიტები შესადარებლად აღებულია ორი ჯგუფი სქესის და ასაკის მიხედვით მიხედვით. სტატისტიკური ანალიზისათვის გამოვიყენეთ ერთფაქტორიანი დისპერსიული ანალიზი (One-Way ANOVA - ფაქტორი: პაციენტთა ასაკი), რომელმაც დაადასტურა სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავება სქესს შორის. F (2,73)=8.414, P=0.001 F (2,73)=4.073, P=0.021 დასკვნა: სტატისტიკურად დამუშავების შდეგად ორ ჯგუფს შორის სარწმუნო განსხვავება მივიღეთ მხოლოდ სქესის მიხედვით! მდედრობით სქესში გამოვლინდა HDL-ის მატება და LDL-ის ზრდის ტენდეცია.
მიმაგრებული ფაილები:
ლიპიდური ცვლის დარღვევების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა [ka]