ავტორიზაცია
მდინარე რიონის აუზის გეოდინამიკური პროცესები რაჭის ფარგლებში
ავტორი: სალომე ტაბატაძეანოტაცია:
თემის აქტუალობა: მდინარე რიონის აუზის ზემო წელი რაჭის ფარგლებში წარმოადგენს ახალგაზრდა ტექტონიკური მოძრაობების გამოვლინების დიდ ასპარეზს, რასაც ემატება გეოლოგიური და გეომორფოლოგიური თავისებურებები.ამის გამო აქ განვითარებულია თითქმის ყველა სახის საშიში გეოდინამიკური პროცესი: მეწყერები, ღვარცოფები, თოვლის ზვავები, ეროზია, წყალდიდობები და სხვა. სტიქიური პროცესების ინტენსიურ განვითარებას, ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად (რელიფის სირთულე, გეოლოგიური აგებულება, ტექტონიკური მოძრაობები, ატმოსფერული ნალექები და სხვა) განაპირობებს ადამიანის სამეურნეო-საინჟინრო საქმიანობა. სტიქიის პერიოდული აქტივიზაცია განსაკუთრებით საშიშროებას უქმნის მოსახლეობას, ანადგურებს მიწის სავარგულებს, მწყობრიდან გამოჰყავს საავტომობილო გზები. მიზანი და ამოცანები: ნაშრომის მიზანია შევაფასოთ 1991 წლის შემდეგ რა მდგომარეობაშია ძველი მეწყრული სხეულები და მიწისძვრის შდეგად გაჩნდა თუ არა ახალი კერები. კვლევის ობიექტს წარმოადგენს რიონის აუზის ზემო წელის გეოდინამიკური პროცესები. კვლევის საგანია - არსებული და ველზე მოპოვებული მასალების დამუშავებით ტერიტორიის გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება. კვლევის შედეგი. კვლევის შედეგად მოვახდინე გეოდინამიკური პროცესების გამოვლინების თვალსაზრისით აქტიური და საშიში ტერიტორიების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
მიმაგრებული ფაილები:
პრეზენტაცია [ka]მდინარე რიონის აუზის ზემო წელის გეოდინამიკური პროცესები [ka]