ავტორიზაცია
სამგორის წყალსაცავის (თბილისის ზღვის) ჰიდროეკოლოგიური თავისებურებანი
ავტორი: დემური ცაბაძესაკვანძო სიტყვები: რეკრეაცია, ჰიდროეკოლოგია, თბილისის წყალსაცავი.
ანოტაცია:
მსოფლიოს თითოეული ქვეყნისათვის და მათ შორის რათქმაუნდა საქართველოსთვისაც, გარემოს დაცვა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება უპირველესი ამოცანაა. სწორედ ამისთვის აუცილებელია ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, გარემოს ძირითადი კომპონენტების შენახვა და გაუმჯობესება, ბრძოლა გარემოს გაჭუჭყიანების წინააღმდეგ. გეოგრაფიული გარემოს ყველაზე გავრცელებულ და ამავე დროს ყველაზე მოძრავ ნივთიერებას წყალი წარმოადგენს. წყლის რესურსების მდგომარეობაზე, მათ რეჟიმსა და ხარისხზე დამოკიდებულია კაცობრიობისთვის ყველაზე აქტუალური ეკოლოგიური, სასურსათო და ენერგეტიკული პრობლემების გადაჭრა, რაც განპირობებულია წყლის უნიკალური თვისებებით. იგი შედის დედამიწის ყველა სფეროს (ატმოსფეროში, ლითოსფეროში და ბიოსფეროში) შემადგენლობაში და ასრულებს ძირითად როლს ფიზიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ და გეოლოგიურ პროცესებში. ამავე დროს იგი უცვლელად მონაწილეობს ნებისმიერი წარმოების ტექნოლოგიურ ციკლში. დღეს და ალბათ მომავალშიც წლის რესურსების მართვის მნიშვნელოვანი საშუალება იქნება წყალსაცავები. თბილისის წყალსაცავი წარმოადგენს მნიშვნელოვან აღმოსავლეთ საქართველოს მნშივნელოვან წყალსამეურნეო ობიექტს, იგი კომპლექსური დანიშნულებისაა და გამოიყენება მორწყვისათვის და წყალმომარაგებისათვის, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანია მისი გამოყენება როგორც რეკრეაციულ რესურსი. თბილისის საზღვრების ცვლილებამ და ტერიტორიის ზრდამ, გამოიწვია ქალაქის ფარგლებში წყალსაცავის შემოსვლა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მაგისტრალური სატრანსპორტო გზების მშენებლობა. ამიტომ ტანამედროვე პირობებში ძალზე მნიშვნელოვანია მისი ხარისხობრივი მდგომარეობის შეფასება და ჰიდროეკოლოგიური თავისებურებების განსაზრვრა.
მიმაგრებული ფაილები:
დემურ ცაბაძე [ka]სამგორის წყალსაცავის (თბილისის ზღვის) ჰიდროეკოლოგიური თავისებურებანი [ka]