ავტორიზაცია
მადნეულის მასივურ სულფიდური საბადოს შემცველი ცარცული ვულკანურ-სედიმენტური ქანების ფაციალური ანალიზი, ბოლნისის რაიონი, საქართველო
ავტორი: ნინო ფოფხაძესაკვანძო სიტყვები: ცარცული, კავკასია, ბოლნისი, ლითოფაციესი
ანოტაცია:
მადნეულის ცარცული ბარიტ-ოქრო-სპილენძ-პოლიმეტალური საბადო მთავარი საბადოა ბოლნისის მადნიან კვანძში და მდებარეობს ართვინ-ბოლნისის ზონაში. ნაშრომი ასახავს მადნეულის საბადოს შემცველი ვულკანური ქანების დეტალურ ლითოფაციალურ ანალიზს, რასაც საფუძვლად უდევს 6 საყრდენი ჭრილი. საბადოს ძირითადი ამგები რიოლითური ვულკანოკლასტური ქანები შეიძლება დაიყოს 3 ჯგუფად: (1) მასივური ბრექჩიები, რომლებიც ინტერპრეტირებულია როგორც მასივური ბრექჩიული ნაკადები, (2) სტრატიფიცირებული ტუფები და ლაპილური ტუფები (მოიცავენ იგნიმბრიტებს, რიოლითებს და რიოდაციტურ პიროკლასტურ ნაკადებს) და (3) ტუფო-ტურბიდიტები. საბადოს ჩრდილო დონეზე გამოყოფილი იქნა იგნიმბრიტების 2 ჰორიზონტი, რომელთაგანაც ერთ-ერთი (სვეტური განწევრების იგნიმბრიტები) პირველად იქნა ნანახი და აღწერილი ავტორის მიერ. იგივე შეიძლება ითქვას საბადოს აღმოსავლეთ დონეზე იგნიმბრიტებთან ასიციაციაში მყოფი რიოლითურ პიროკლასტური ნაკადებისა და დაციტური ჰიალოკლასტიტების შესახებ.
მიმაგრებული ფაილები:
მადნეულის მასივურ სულფიდური საბადოს შემცველი ცარცული ვულკანურ-სედიმენტური ქანების ფაციალური ანალიზი, ბოლნისის რაიონი, საქართველო [ka]