ka | en
Company Slogan TODO

Vibrio parahaemolyticus –ის მიმართ სპეციფიკური ბაქტერიოფაგები, როგორც პოტენციური სამკურნალო და პრევენციული საშუალება

ავტორი: Ana Tskhvediani
საკვანძო სიტყვები: ბაქტერია, ბაქტერიოფაგი
ანოტაცია:

Vibrio parahaemolyticus გასტროენტერიტების გამომწვევი ყველაზე ხშირი არაქოლერული ჰალოფილური სახეობაა. ინფექციის მთავარ წყაროს წარმოადგენს უმი ან ცუდად დამუშავებული ზღვის პროდუქტები. პათოგენმა შესაძლოა გამოიწვიოს აგრეთვე ჭრილობითი ინფექციები. საქართველოს თბილი და სუბტროპიკული კლიმატი, აგრეთვე შავი ზღვის სანაპირო წყლების დაბალი-საშუალო მარილიანობა, შესაძლოა Vibrio parahaemolyticus- ის ბაქტერიიის ზრდისა და გავრცელების მიზეზი გახდეს. ანტიბიოტიკოთერაპია ძირითადი სტრატეგიაა V.parahaemolyticus-ის ინფექციების სამკურნალოდ. თუმცა ანტიბიოტიკორეზისტენტობის მზარდ პრობლემასთან ერთად ალტერნატიული-უსაფრთხო და ეფექტური საშუალებების განვითარება დღითი დღე აქტუალური ხდება. წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო V.parahamolyticus– ის მიმართ სპეციფიკური ბაქტერიოფაგების გამოყოფა და დახასიათება, საკვების და წყლისმიერი გასტროენტერიტების მკურნალობასთან დაკავშირებით. ფაგების გამოიყო 2006-2009 წლებში და დახასიათდა ვირიონის მორფოლოგიის, მოქმედების სპექტრის, ტემპერატურასა და pH-ზე დამოკიდებულების, სხვადასხვა არეში სტაბილობის, აგრეთვე პროტეოლიტური ფერმენტების ზემოქმედების მიხედვით. მიღებული შედეგების მიხედვით, მოცემული ბაქტერიოფაგები შესაძლოა გამოყენებულ იქნას პოტენციური თერაპიული მნიშვნელობის ფაგური კოქტეილის მოსამზადებლად.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com