ka | en
Company Slogan TODO

ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების ელუირების რიგის კვლევა პოლისაქარიდული ქირალური ადსორბენტების და პოლარული ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით

ავტორი: მაია გეგენავა
თანაავტორები: მაია გეგენავა, ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ქირალური სულფოქსიდები, ენანტიომერების დაყოფა.
ანოტაცია:

ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების ელუირების რიგის კვლევა პოლისაქარიდული ქირალური ადსორბენტების და პოლარული ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით მაია გეგენავა, ბეჟან ჭანკვეტაძე ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 3, 0179, თბილისი ცნობილია როგორც ბუნებრივი, ასევე სინთეზური სულფოქსიდები. ქირალური სულფოქსიდები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში, როგორც სამკურნალწამლო პრეპარატები (მაგ. ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, პანტოპრაზოლი, რაბეპრაზოლი), პესტიციდები (მაგ. ფიპრონილი, პროპარგიტი, ფენსულფოთიონი და ა.შ), ქირალური კატალიზატორები ანუ ქირალური ლიგანდები მეტალებისათვის. ენანტიომერების დაყოფა თანამედროვე ანალიზური ქიმიის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. შესწავლილი იქნა ზოგიერთი ქირალური სულფოქსიდის ენანტიომერების ელუირების რიგი ახალი ტიპის პოლისაქარიდულ ქირალურ სორბენტების გამოყენებით სხვადასხვა ტიპის ელუენტებით. ჩატარებული იქნა ქირალური ნივთიერებათა ენანტიომერული ნარევების დაყოფა პოლარული ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com