ka | en
Company Slogan TODO

აგრეგირების OWA–ს ტიპის ოპერატორების კლასი გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალურ სისტემაში

ავტორი: ნიკოლოზ გოჩიაშვილი
თანაავტორები: არჩილ ვარშანიძე,ნათია გადელია,თებრონე ვარშანიძე
საკვანძო სიტყვები: გადაწყვეტილების მიმღები ინეტელექტუალური სისტემა
ანოტაცია:

სადიპლომო ნასრომში წარმოდგენილია საექსპერტო ცოდნის აგრეგირებისა და გადაწყვეტილების მიღების ინტელექტუალური სისტემის რეალიზაცია, რომელიც დაფუძნებულია OWA-ს ტიპის აგრეგირების ოპერატორებზე. განიხილება შემთხვევა, როდესაც სისტემაში შემავალი მონაცემები საექსპერტო ბუნებისაა და ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს ექსპერტი და მისი ცოდნა. ცოდნის ინჟინერიის რეალიზაციის ალგორითმებად გამოყენებულია ცნობილი სპეციალისტების - რ.იაგერის, მ. მეიჟიოს და სხვათა კვლევები. ნაშრომი 2 ძირითადი მიმართულებით შეიძლება იქნეს განხილული : 1. OWA-ს ტიპის აგრეგისრების ოპერატორების შესწავლა, მათი რეალიზაციის ალგორითმული და პროგრამული უზრუნველყოფა, აგებული მოდულები და მათი ურთერთმიმართება ინტელექტუალურ სისტემაში. 2. OWA-ს ტიპის ნოვაციური აგრეგირების ოპერატორებისა და მათთვის აუცილებელი ე.წ. შესაძლებლობითი ანალიზის შესწავლა. შესაძლებლობითი ანალიზის, როგორც სუბიექტური, რაოდენობრივი ანალიზის გამოყენება ნოვაციური ტიპის აგრეგირების ოპერატორებში.


მიმაგრებული ფაილები:

ნიკოლოზ გოჩიაშვილი-სამაგისტრო ნაშრომი [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com