ka | en
Company Slogan TODO

საკვებისმიერი დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების გავრცელება და კვების უსაფრთხოება

ავტორი: ნათია თამარაშვილი
საკვანძო სიტყვები: საკვებისმიერი დაავადებები, კამპილობაქტერიები
ანოტაცია:

საკვებისმიერი დაავადებები ჯანმრთელობის დაცვის აქტუალური და მზარდი პრობლემაა მთელ მსოფლიოში. ნაწლავური ინფექციები წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს მილიონობით ადამიანისათვის. ყოველწლიურად ფიქსირდება საკვებისმიერი დაავადებების აფეთქების შემთხვევები, რომელიც სულ უფრო და უფრო მზარდ ხასიათს იძენს. საკვებისმიერი დაავადებები გავლენას ახდენენ არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ იწვევენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ ზარალს. ნაშრომში განხილულია საკვებისმიერი დაავადებების წყაროები და რისკ-ფაქტორები, ასევე საკვებისმიერი დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების, კერძოდ, კამპილობაქტერიების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიარეული დაავადების გამომწვევის, გავრცელება და მის მიერ გამოწვეული დაავადების, კამპილობაქტერიოზის, ეპიდემიოლოგიური შესწავლისა და პრევენციის მეთოდები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com