ავტორიზაცია
HBs ანტიგენის თვისობრივი ტესტისა და B ჰეპატიტის ვირუსის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის კორელაციის დადგენა
ავტორი: ვარდენ ჯიჯიაშვილიანოტაცია:
B ჰეპატიტი დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენს. უახლესი მონაცემებით დედამიწის მოსახლეობიდან დაახლოებით 350-400 მილიონი ადამიანი B ჰეპატიტის ვირუსის ქრონიკული მატარებელია. მისი გადაცემა შესაძლებელია პარენტერალურად - ინფიცირებული სისხლის ან მისი რომელიმე კომპონენტის გადასხმით, დაბინძურებული ნემსის ან სხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, ვერტიკალურად - დედისგან შვილზე და სქესობრივი გზით. HBsAg B ჰეპატიტის ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ანტიგენია, რომელიც ღვიძლის უჯრედების ზედაპირზე ექსპრესირდება და ვირუსმატარებლის სისხლის შრატში ჩნდება უკვე დაავადების ინკუბაციურ პერიოდშივე, ამიტომ, სისხლის შრატში მისი განსაზღვრა B ჰეპატიტის დიაგნოსტირების ყველაზე პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს. HBsAg განსაზღვრა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით იმუნოქრომატოგრაფიული, იმუნოფერმენტული (იფა), იმუნოფლუორესცენტული (იფესც) და სხვ. B ჰეპატიტის დიაგნოსტირებისათვის ასევე გამოიყენება გაცილებით მაღალტექნოლოგიური იმუნობლოტინგი და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციაც (პჯრ). სადღეისოდ ყველაზე მაღალი სიზუსტითა და მგრძნობელობით (99, 9999%) გამოირჩევა სწორედ პოლიმერაზული (პჯრ), ვინაიდან, იგი ავლენს სისხლში ვირუსის გენეტიკურ მასალას. ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენდა HbsAg თვისობრივი ტესტებისა და პჯრ შედეგების კორელაციური ანალიზი. გამოკვლეული იქნა 21 ადამიანის სისხლი, აქედან B ჰეპატიტის დიაგნოზით, მიღებული პჯრ შედეგებით, იყო 14. კვლევისათვის გამოყენებული იქნა იმუნოქრომატოგრაფიული(Intec Parid Test), თხევადფაზიანი (Intec EIA) და მყარფაზიანი Abbott Axsym MEIA იმუნოფერმენტული, ასევე, იმუნოფლუორესცენტული Abbott Architec FEIA მეთოდები. მიღებული შედეგების მიხედვით დაავადებული 14 პაციენტიდან HbsAg სეროპოზიტიურობა იმუნოქრომატოგრაფიული მეთოდით დეტექტირებული იქნა 9 პაციენტში, თხევადფაზიანი იფა-თი -12 ში, მყარფაზიანი იფათი და იმუნოფლუორესცენციით 13-ში. რაც მიუთითებს მყარფაზიანი იფა და იფესც მეთოდების ყველაზე მაღალ მგრძლობელობაზე პოლიმერაზულ ჯაჭვურ მეთოდთან მიმართებაში.
მიმაგრებული ფაილები:
HBs ანტიგენის თვისობრივი ტესტისა და B ჰეპატიტის ვირუსის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის კორელაციის დადგენა [ka]HBs ანტიგენის თვისობრივი ტესტისა და B ჰეპატიტის ვირუსის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის კორელაციის დადგენა [ka]