ka | en
Company Slogan TODO

მდ.ალაზნის სათავეების ქვედა იურული ნალექების გეოლოგია და პლინსბახ-ტოარსული ვულკანიზმის პეტროლოგია.

ავტორი: კახი ქელდიშვილი
საკვანძო სიტყვები: ვულკანიზმი, პლინზბახ-ტოარსული
ანოტაცია:

წარმოდგენილ სამაგისტრო ნაშრომში განხილულია მდ. ალაზნის სათავეების გეოლოგიური აგებულება და იქ გამოვლენილი პლინზბახ-ტოარსული ვულკანიზმის პეტროლოგია. ცნობილია, რომ ქვეყნის ეკონომიკისა და შესაბამისად მისი მოქალაქეების კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი მისი წიაღისეულია. საქართველო არამარტო რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, მას აქვს მეტად რთული გეოლოგიური აგებულებაც, რაც განაპირობებს მადანფორმირების სირთულესა და მრავალფეროვნებას. ჩვენს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ საკმარისად არ არის გამოვლენილი დიდი საბადოები, თუმცა მათი აღმოჩენის პერსპექტივები საკმაოდ რეალურია. ამ მხრივ მეტად საინტერესოა ალაზანგაღმა კახეთის რეგიონი. იგი ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკას, რომლის ტერიტორიაზე, ქვედა იურული ფიქლების სერიაში უშუალოდ კახეთის მოსაზღვრე ბელოქანის რაიონში, აღმოჩენილია სპილენძისა და ტყვია-თუთიის მეტად პერსპექტიული საბადოები. სწორედ ამ აქტუალურობის გამო ავირჩიეთ ეს რეგიონი ჩვენი შესწავლის ობიექტად. ალაზანგაღმა კახეთის საკმაოდ დიდი ფართობიდან ჩვენ შესასწავლად ამოვირჩიეთ ალაზნის სათავეები მდ.სტორის აუზის ჩათვლით, რადგან ამ ტერიტორიაზე ყველაზე სრულია და კარგადაა გაშიშვლებული რეგიონის გეოლოგიური და სტრუქტურულ-ლითო¬¬¬¬¬ლოგიური აგებულება, ინტენსიურია გამადნებასთან გენეტურ კავშირში მყოფი მაგმატიზმი. საველე სამუშაოების დაწყებამდე გავეცანი რეგიონის შესახებ არსებულ გამოქვეყნებულ თუ ფონდურ მასალებს. საველე დაკვირვებები, ხელმძღვანელთან ერთად, შევასრულე ადგილზე - მდ.სტორისა და მდ.ქვაჩადალის აუზებში. ველზე შევაგროვე საშლიფე და საანალიზე მასალა, რომლის ანალიზები შესრულდა უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ქიმიურ ლაბორატორიაში. შლიფების აღწერა და მოპოვებული მასალის ანალიზი მოყვანილია წარმოდგენილ ნაშრომში, რომელშიც შევეცადე ამეხსნა გენეტური კავშირი სპილენძ-პოლიმეტალურ გამადნებისა და პლინსბახ-ტოარსულ ბაზალტურ ვულკანიზმს შორის.


მიმაგრებული ფაილები:

მდ.ალაზნის სათავეების ქვედა იურული ნალექების გეოლოგია და პლინსბახ-ტოარსული ვულკანიზმის პეტროლოგია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com