ავტორიზაცია
მეთანის მიღების ალტერნატიული წყაროები
ავტორი: რუსუდან ხოსიტაშვილისაკვანძო სიტყვები: გაზოჰიდრატი, თიხაფიქალი, ბიოგაზი
ანოტაცია:
ცივილიზაციის განვითარების ისტორია ენერგიის წყაროს ძიებაა, ენერგია ხომ ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ადამიანთა კეთილდღეობის ზრდის საშუალებაა. ამიტომ ენერგეტიკული პროლემების გადაწყვეტა გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, რაშიც ქიმიას არც თუ ისე მცირე წვლილი მიუძღვის. კაცობრიობა თავისი ცივილიზაციის განვითარების ეტაპზე ცდილობდა ენერგიის მომარაგებისა და მოხმარების სრულყოფას, რის შედეგადაც მე-20 საუკუნის განმავლობაში უფრო მეტი რაოდენობით წიაღისეული საწვავი მოიხმარა (ქვანახშირი, ტორფი, ბუნებრივი აირი, ნავთობი, მერქანი და სხვ.), ვიდრე მთელი ისტორიის მანძილზე, ამიტომ დღეისთვის გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს ნავთობი და ნავთობპროდუქტები წარმოადგენენ. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოპოვება-გადამუშავებისა და ტრანსპორტირების მზარდი მაშტაბები კიდევ უფრო ზრდის ზღვების, ოკეანეების, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსაცავების, ჩამდინარე წყლებისა და ნიადაგების ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურების რისკს. საქართველო ზემოაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის წინაშე დგას, რადგან ქვანახშირი, ნავთობი და გაზი დღეისთვის თანამედროვე მრეწველობისა და ყოფა-ცხოვრების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. არსებობს უამრავი ვერსია იმის შესახებ, რომ დედამიწაზე რესურსები მალე ამოიწურება და ამან შეიძლება ბუნებრივ კატასტროფებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ ახალი ენერგიის ძიების საკითხი დღესაც აქტუალურია. ევროკავშირის ქვეყნებმა განახლებადი ენერგიის გამოყენებისათვის იურიდიულად სავალდებულო სამიზნეები დასახეს. მათ მიზანს წარმოადგენს ის, რომ 2020 წლისათვის ენერგიის მოხმარების 20% შეადგენდეს არატრადიციული ენერგიის წყაროებს, ხოლო 2050 წლისთვის მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ნავთობისა და ქვანახშირის გამოყენება. ბუნებრივი აირის (CH4) მიღების განახლებადი წყაროები მოიცავენ განახლებულ ენერგიას: ბიოგაზს და ბიოლოგიურ საწვავს ტრანსპორტისათვის, თიხაფიქლებს და შავ ზღვაში არსებულ გაზოჰიდრატებს.
მიმაგრებული ფაილები:
ALTERNATIVE SOURCES OF OBTAINING OF METHANE [en]მეთანის მიღების ალტერნატიული წყაროები [ka]