ka | en
Company Slogan TODO

მძიმე მეტალების შედარებითი ანალიზი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბიო და არა-ბიოღვინოებში

ავტორი: მერაბ ზუხბაია
საკვანძო სიტყვები: მძიმე მეტალები, ბიოღვინო, ატომაბსორბციული სპექტრომეტრი
ანოტაცია:

ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა მძიმე მეტალების, კერძოდ სპილენძის, რკინისა და თუთიის შემცველობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, როგორც ბიო, ასევე არა-ბიოღვინოებში, ატომაბსორბციული სპექტროფოტომეტრის საშუალებით. მძიმე მეტალები, მეტალური თვისებების მქონე ქიმიური ელემენტებია, რომლებიც სხვადასხვა კონცენტრაციებზე, ტოქსიკურ ზეგავლენას ახდენენ ადამიანზე, შესაბამისად მათმა ჭარბმა რაოდენობამ ღვინოში, შესაძლოა გადაწონოს მისი დადებითი თვისებები, განსაკუთრებით კი, თუ გავითვალისწინებთ რომ, ბევრ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ნაწილობრივ საქართველოშიც, ღვინის ყოველდღიური სმის კულტურა არსებობს. შესწავლილ იქნა საქართველოში დამზადებული ბიოღვინოები, რომელთა მიღება ხდება ორგანული მიწათმოქმედების პრინციპების დაცვით მოყვანილი ყურძნისგან-რომელიც ტიპიურად გამორიცხავს ხელოვნურ ქიმიურ სასუქებსა და პესტიციდებს. მძიმე მეტალები, ღვინოში, სხვადასხვა წყაროდან შეიძლება მოხვდეს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნული, ხელოვნური ქიმიური სასუქებიდან და პესტიციდებიდან; ასეთი ღვინოების შესწავლით, გვაინტერესებდა, რამდენად ახდენს გავლენას, მათი არ გამოყენება, ბიოღვინოებში, მძიმე მეტალების კონცენტრაციაზე.


მიმაგრებული ფაილები:

მძიმე მეტალების შედარებითი ანალიზი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბიო და არა-ბიოღვინოებში(PPT) [ka]
მძიმე მეტალების შედარებითი ანალიზი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბიო და არა-ბიოღვინოებში(PDF) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com