ავტორიზაცია
ბოლნისის მადნიანი რაიონის „ბექთაქარის“ უბნის გეოლოგია
ავტორი: კობა ხმალაძესაკვანძო სიტყვები: ოქრო, მადანი, ბოლნისი
ანოტაცია:
კვლევის ობიექტს წარმოადგენს ბექთაქარის საბადო, სადაც ოქროს მადანია წარმოდგენილი. გამომდინარე იქიდან რომ თემა უკავშირდება ოქროს ცხადია, რომ საკმაოდ აქტუალურ საკითხს ეხება. საკითხი აქტუალურია როგორც გეოლოგიური კვლევის კუთხით ასევე ეკომომიკური თვალსაზრისითაც რადგან მოგეხსენებათ ოქრო დიდ როლის ასრულებს ეკონომიკაში. გეოლოგიური კვლევის კუთხით თემაში განხილულია ბოლნისის რაიონის გეოლოგია რათა გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას ბექთაქარის საბადოზე რომელიც ამავე რაიონში მდებარეობს. თემაში განხილულია რაიონში გავრცელებული ქანები, რაიონის გეოტექტონიკური მდებარეობა, ტექტონიკა და რაიონში არსებული საბადოები და მადანგამოვლინებები. რაც შეეხება უშუალოდ საბადოს, ზოგადად განხილულია ბექთაქარის საბადოს მდებარეობა და ბუნებრივი პირობები; გეოლოგიური პოზიცია; გეოლოგიური შესწავლის ისტორია და ძალზედ მნიშვნელოვანი კომპანია ტჯრ-ს მიერ განხორციელებული საძიებო გეოქიმიური კვლევის შედეგები. დაწვრილებით არის განხილული საბადოს აგებულებაში მონაწილე ვულკა-ნოგენ-დანალექი ლითოსტრატიგრაფიული ერთეულები: ტანძიის (ანდეზიტ-ბაზალ-ტური) და გასანდამის (რიო-დაციტური) წყებები. განხილულია ამ წყებების როგორც მაკროსკო¬პიული ასევე მიკროსკოპიული დახასიათება. განხილულია წყებების ბიოსტრა-ტიგ¬რაფია, რომლის კვლევის ობიექტს წარმოადგენს ნანოპლანქტონი. თემაში განხი¬ლუ-ლია საბადოზე გავრცელებული მთავარი ტექტონიკური სტრუქტურა ბექთა¬ქარის ანტიკ-ლინი, აგრეთვე ნაოჭა-რღვევითი და მსხვრევითი დეფორმაციები. სწორედ აღნიშნული დეფორმაციები ასრულებენ დიდ როლს ჰიდროთერმალური პროცესების ევოლუციაში. განხილულია საბადოზე წარმოდგენილი სუბვულკანური სხეულების შედგენილობა და ასა¬კი. თემაში განხილულია ბექთაქარის უბანზე არსებული სასარგებ¬ლო წიაღისეულის სახე¬ები. მათგან კი ყველაზე მინიშვნელოვანია მადნეული წიაღისე¬ული, რომელიც ძირი-თა¬დად ოქროთია წარმოდგენილი. განხილულია მადნეული წიაღი¬სე¬¬უ¬ლის გამადნების სახეები (საკუთრივ სულფიდური ოქროს გამადნება და უსულფიდო ოქროს გამადნება) და მისი წარმოშობის შესახებ არსებული შეხედულება. ტჯრ- მიერ ჩატა¬¬რე¬¬ბული კვლევებით ცხადი გახდა, რომ ბექთაქარის უბანი წარმოადგენდა პერსპექ¬ტი¬ულ ადგილს ოქროს სამრეწველო შემცველობების გამოსავლენად. დღეისათვის ბექთა¬ქარის საბადოზე ოქროს საშუალო შემცველობები საკუთრივ სულფიდურ გამადნებაში 4 გ/ტ, ხოლო უსულფიდო გამადნებაში 1-1.5 გ/ტ. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უბან-უბან ოქროს შემცველობა აჭარბებს საშუალოს და ზოგ შემთხვევაში 11 გ/ტ-მდე აღწევს.
მიმაგრებული ფაილები:
ბოლნისის მადნიანი რაიონის „ბექთაქარის“ უბნის გეოლოგია [ka]