ka | en
Company Slogan TODO

ლექტინების ზოგადი დახასიათება და  გალაქტოზა სპეციფიკური ლექტინები

ავტორი: ქეთევან ჩუბინიძე
საკვანძო სიტყვები: ლექტინები, გალექტინები, ნახშირწყლები
ანოტაცია:

ლექტინებს შეისწავლის ბიოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება გლიკობიოლოგია. ლექტინები არაგლობულინური ბუნების ცილებია, რომლებსაც შეუძლიათ გლიკოკონიუგატების ნახშირწყლოვანი ნაწილის სპეციფიკური შეცნობა და შექცევადად დაკავშირება, ისე რომ არ შეცვალოს შეცნობილი გლიკოზიდური ლიგანდი. ისინი ფართოდ არიან გავრცელებული ბუნებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედის ყველა სასიცოცხლო პროცესში- უჯრედულ ადჰეზიაში,სასიგნალო სისტემაში, დიფერენცირებაში, მემბრანულ პროცესებში და სხვა. შესაბამისად ლექტინები დიდ როლს ასრულებენ ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებაში. მათ დიდი გამოყენება აქვთ მედიცინაში.კერძოდ გალექტინები, ავლენენ სპეციფიკურ თვისებებს და მონაწილეობენ ანთებით და სიმსივნურ პროცესებში. ამიტომ შესაძლებელია მათი გამოყენება როგორც სამიზნე ახალი ანტიანთებითი და ანტისიმსივნური თერაპიის განვითარებაში


მიმაგრებული ფაილები:

ლექტინების ზოგადი დახასიათება და  გალაქტოზა სპეციფიკური ლექტინები [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com