ავტორიზაცია
მდ. რიონის აუზის ზემო წელის არეალში (მდ. ცხენისწყლის ჩათვლით) ბუნებრივი კატასტროფების მდგომარეობის შეფასების, პროგნოზის და მართვის სისტემების შემუშავება.
ავტორი: ოთარ ქურციკიძესაკვანძო სიტყვები: ქართულად : გეომონიტორინგული კვლევები, სტიქიური პროცესები, სენსიტიური
ანოტაცია:
მდ. რიონის აუზის ზემო წელი (მდ. ცხენისწყლის ჩათვლით) სტიქიური პროცესების გავრცელების და მათ მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ურთულეს რეგიონს მიეკუთვნება. მისი რთული გეოლოგიური ბუნება და ძლიერ განსხვავებული ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები ხელს უწყობს გეოდინამიკური პროცესების მრავალფეროვნებას. რეგიონში სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-აქტივიზაციას ყოველთვის ჰქონდა ადგილი, მაგრამ მათი ექსტრემალური აქტივიზაცია აღინიშნებოდა გარკვეულ პერიოდებში და მეორდებოდა საშუალოდ 8-12 წელიწადში ერთხელ. ბოლო პერიოდში მათი აქტივიზაციის სიხშირის პერიოდი დაირღვა, შედეაგდ პროცესების გააქტიურებას ფონურზე მაღლა ადგილი აქვს თითქმის ყოველწლიურად. ამის მიზეზია გეოლოგიური პროცესების მასტიმულირებელი უარყოფითი მეტეოროლოგიური ელემენტებისა და მიწისძვრების არასტაციონარულ რეჟიმში გახშირება და ადამიანის მაღალი პრესინგი გეოლოგიურ გარემოში. აქედან გამომდინარე დიდი მნიშვნელობას იძენს თითოეული საშიში გეოლოგიური პროცესის იდენტიფიკაცია, მათი წარმოშობის და განვითარების ფაქტორების დადგენა, მოსალოდნელი საშიშროების რისკების შეფასება და დამცავი-პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება.