ka | en
Company Slogan TODO

მდინარე ძირულას აუზის გეოდინამიკა

ავტორი: ბესიკი ტყემალაძე
ანოტაცია:

წინამდებარე ნაშრომი ეხება მდ. ძირულას აუზის გეოდინამიკას. ნაშრომში განხილულია მდინარე ძირულას აუზში ტერიტოიის ფარგლებში მოქცეული ოროგრაფიული ერთეულები, მათი მორფოლოგიური-მორფომეტრიული მახასიათებლების, გენეზისის და სხვა თავისებურებების მიხედვით. საუბარია ეგზოგენური და ენდოგენური პროცესების მათი გავრცელებისა და ინტენსივობის შესახებ. კვლევის მთავარი მიზანია თუ რა საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას გეოდინამიკურმა პროცესებმა და რა საშიშროების წინაშეა იგი და ასევე რომელიც, აქ ოდითგანვე მასზე გადიოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ქვეყნის შემაერთებელი დიდი სავაჭრო გზა და ამჟამადაც იკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს “TRASECA”-ს სივრცეში, მასზე გადის ქვეყნის საავტომობილო და სარკინიგზო გზების ცენტრალური კვანძები, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის დასავლეთის მიმართულების ბაქო-სუფსის ნავთობსადენი. კვლევის მთავარ ობიექტს წარმოადგენს მდ. ძირულას აუზის გეოდინამიკური პროცესები და მათზე მოქმედი ბუნებრივ ანთროპოგენური ფაქტორების განხილვა შესწავლა, ვინაიდან უკვე ყველა თანხმდება იმ აზრს, რომ რელიეფის ჩამოყალიბებაში და გარდაქმნაში ძლიერ უცვლის სახეს თანამედროვე გეოდინამიკური პროცესები. თემის დამუშავების პროცესში გამოვიყენე პირადი დაკვირვების მასალები და ვიხელმძღვანელე რეგიონის შესახებ არსებული ლიტერატურული წყაროებით. ნაშრომს თან ერთვის ჩემს მიერ შესრულებული რუკები და ფოტოსურათები. რაც შეეხება თემის თეორიულ ნაწილს მისი დამუშავება მოხერხდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის კათედრის და თემის ხელმძღვანელის აქტიური დახმაებით, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.


მიმაგრებული ფაილები:

მდინარე ძირულას აუზის გეოდინამიკა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com