ka | en
Company Slogan TODO

ფენოქსიპროპიონის მჟავას ქირალური ნაწარმების ენანტიომერული ანალიზი სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზების გამოყენებით

ავტორი: ana ana
თანაავტორები: ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ფენოქსიპროპიონის მჟავას ქირალური ნაწარმების ენანტიომერული ანალიზი სითხურ ქრომატოგრაფიაში
ანოტაცია:

ფენოქსიპროპიონის მჟავას ნაწარმები ფართოდ გამოიყენება როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შხამქიმიკატები (ძირითადად ჰერბიციდები).სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ფენოქსიპროპიონის მჟავას ნაწარმების უმრავლესობა ქირალურ ნივთიერებებს წარმოადგენს და დღესდღეობით ძირითადად შეუსწავლელია მათი მოქმედების, სასოფლო სამეურნეო კულტურებში აკუმულირების და ბიოდეგრადაციის ენანტიოსელექტიური ასპექტები.Aამ საკითხების კვლევისათვის აუცილებელია ფენოქსიპროპიონისმჟავას ნაწარმების ენანტიოსელექტიური ანალიზის მეთოდების დამუშავება. წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენს ფენოქსიპროპიონის მჟავას ქირალური ნაწარმების ენანტიომერების დაყოფის მეთოდების დამუშავება სითხურ ქრომატოგრაფიაში ახალი ტიპის პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზების და პოლარულ-ორგანული, ნორმალური და შებრუნებულ ფაზიანი ელუენტების გამოყენებით.განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ენანტიომერების ელუირების რიგის და ამის საფუძველზე ქირალური გამოცნობის მექანიზმების კვლევას.შესწავლილი იქნება სტაციონარული და მოძრავი ფაზების ქიმიური შედგენილობის და დაყოფის პირობების გავლენა ენანტიომერების ელუირების რიგზე.Mმიმდინარე ეტაპზე ჩატარებულია წინასწარი სამუშაოები მხოლოდ პოლარული ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით და მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ამ სამუშაოთა შედეგები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com