ka | en
ავტორიზაცია
ამინომჟავების ფლუორენილმეთოქსიკარბონილ ნაწარმების ენანტიომერების ელუირების რიგის დადგენა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზებისა და მოძრავი ფაზების ბუნების გავლენით
ავტორი: ნინო ღიბრაძეთანაავტორები: ბეჟან ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ამინო მჟავა, ენანტიომერები, ქირალური სტაციონარული ფაზები
ანოტაცია:
ნაშრომში შესწავლილია FMOC ამინომჟავების ენანტიომერების ელუირების რიგი პოლისაქარიდული ტიპის ქირალური სტაციონალური ფაზის და სხვადასხვა მოძრავი ფაზების გამოყენებით. ექსპერიმენტის ფარგლებში დაგეგმილია FMOC ამინომჟავების ენანტიომერების ელუირების რიგის შესწავლა სხვადასხვა ქირალური სტაციონარული ფაზების, ასევე განსხვავებული მოძრავი ფაზების და ამ მოძრავ ფაზებში სხვადასხვა დანამატების გავლენით . სამუშაოს პირველ ეტაპზე შევისწავლეთ FMOC ამინომჟავების ენანტიომერების ელუირების რიგზე ცელულოზას საფუძველზე მომზადებული ახალი ტიპის პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების, ასევე მოძრავი ფაზების ბუნების და ტემპერატურის გავლენა.