ავტორიზაცია
ATLAS ექსპერიმენტის, ადრონულ კალორიმეტრში კვების სისტემების სტაბილურობის ანალიზი დეტექტორი კონტროლის სისტემის საშუალებით
ავტორი: თენგიზი ბოკუჩავაანოტაცია:
1954 წელს ქალაქ ჟენევის სიახლოვეს შეიქმნა ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი (CERN-ი). აქ სამყაროს ფუნდამენტურ სტრუქტურებსა და მატერიის შემადგენელ ელემენტარულ ნაწილაკებს იკვლევენ. კვლევები ამაჩქარებლებისა და დეტექტორების საშუალებით ხორციელდება. ამაჩქარებლები ნაწილაკებს აჩქარებენ, შემდეგ კი ხდება ამ ნაკადების ან ერთმანეთთან, ან უძრავ სამიზნესთან შეჯახება. დაჯახების შედეგად წარმოქნილ ნაწილაკებს დეტექტორები აფიქსირებს. დეტექტორებს შორის ყველზე დიდია დეტექტორი ATLAS-ი. ATLAS დეტექტორის ქვედეტექტორის ადრონული კალორიმეტრის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია დეტექტორის კონტროლის სისტემა. წინამდებარე ნაშრომში აღწერილია ადრონული კალორიმეტრის სტრუქტურა და მუშაობის პრინციპი. სწორედ ადრონული კალორიმეტრის მუშაობის პრინციპი განაპირობებს მასზე განხორცილებული მონიტორინგის ტიპს. მონიტორინგი მრავალი მიმართულებით წარმოებს. ნაშრომში განხილულია დაბალი ძაბვის მომარაგების სისტემისა და მაღალი ძაბვის მიწოდების სისტემაზე წარმოებული მონიტორიგის პრინციპები და კალორიმეტრის მუშაობის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების კონკრეტული შემთხვევების დისტანციური ანალიზი. ანალიზი წარმოებს სამი ტიპის მონაცემთა ამსახველ გრაფიკებზე დაკვირვებით-დაბალი ძაბვის, მაღალი ძაბვის და ტემპერატურის დროზე დამოკიდებულების გრაფიკებისა. აღნიშნული მონიტორინგის განხორციელებაში 2012-2013 წლებში მონაწილებას ღებულობდა ნაშრომის ავტორი. სწორედ მისი გაანალიზებულია ნაშრომში განხილული კალორიმეტრის მუშაობის შეფერხებების კონკრეტული შემთხვევები.