ავტორიზაცია
ზედაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების თავისებურებევი დედამიწა-იონოსფეროს ტალღგამტარში
ავტორი: ნინო ყვავაძეანოტაცია:
დედამიწის ზედაპირი და მის გარშემო მყოფი იონოსფერო კარგი ელექტრო გამტარებია, ხოლო მათ შორის მოთავსებულია ატმოსფეროს ელექტრონეიტრალური ნაწილი. უხეშად რომ ვთქვათ, გვაქვს დედამიწა-იონოსფეროს ტალღგამტარი. იონოსფერო შედგება სხვადასხვა დონეზე იონიზირებული D, E და F ფენებისგან. ელექტრონების დაბალი კონცენტრაციის გამო პრობლემას წარმოადგენს იონოსფეროს D ფენის შესწავლა. 2011 წლიდან სოფ. ტაბახმელაში არსებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იონოსფეროს ობსერვატორიაში მიმდინარეობს დაკვირვება ზედაბალი სიხშირის საკომუნიკაციო გადამცემების ( 15 – 25 კილოჰერცი) ამპლიტუდურ და სიხშირულ ვარიაციებძე. გამოიყენება აქვე შექმნილი ფართოზოლოვანი აპარატურა, სწრაფი ფურიე ანალიზით რეალურ დროში და მიღებულ იქნა ამპლიტუდური და სიხშირული მახასიათებლები. საბაკალავრო ნაშრომის მიზანია 2011 წლის გაზაფხულიდან 2013 წლის გაზაფხულამდე არსებული მონაცემების დამუშავების მეთოდიკის შემუშავება. გეოგრაფიულად სხვადასხვა წერთილში მდებარე ზედაბალი სიხშირის გადამცემებიდან მიღებული სიგნალების ამპლიტუდების ვარიაციების დღეღამური და სეზონური სვლის დადგენა, კორელაციის მოძებნა მზის აქტიობის მონაცემებთან და მაგნიტურ Kp ინდექსებთან.