ka | en
Company Slogan TODO

მაღალი ტიტრის და სისუფთავის ბაქტერიოფაგის მიღების ტექნოლოგია და მიღებული ფაგის ფიზიკური თვისებები

ავტორი: არტემი ოკოევი
საკვანძო სიტყვები: ბაქტერიოფაგი
ანოტაცია:

წარმოდგენილი ნაშრომი აღწერს ტექნოლოგიურ მიდგომას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მაღალი ტიტრის ბაქტერიოფაგის მიღება, მისი კონცენტრირება და გასუფთავება. ჩვენს მიერ მოდიფიცირებული იყო უჟანგავი ფოლადის ფრეზერის ტიპის ფერმენტორი, რითაც მისი გამოყენების საიმედოობა მნიშვნელოვნად იქნა გაუმჯობესებული. ექსპერიმენტისათვის შეირჩა E.coli C ბაქტერია, T7 ფაგი და ბაქტერიების გამრავლებისთვის საჭირო საკვები არე (კელემბერგერის ხსნარი). ფერმენტორში უზრუნველვყოფილი იყო ბაქტერიის გამრავლებისთვის საჭირო 37 C ტემპერატურა და შეირჩა ბაქტერიის ტიტრის ისეთი მაქსიმალური მნიშვნელობა, რომლის დროსაც დაემატა T7 ფაგი. ასეთ პირობებში მოხდა T7 ბაქტერიოფაგის გამრავლება E.coli C ბაქტერიაზე და მიღებული იქნა ფაგის საკმაოდ მაღალი ტიტრი (ბიოლოგიური ტიტრი შეადგენდა 2.10 10 0 ნაწ/მლ). მიღებული 10 ლიტრი ლიზატისაგან ანიონური გაცვლითი სვეტის (DEAE-ცელულოზა) გამოყენებით განხორციელდა ფაგის დაკონცენტრირება და გაწმენდა, შედეგად მიღებული იქნა საკმაოდ მაღალი ტიტრის და სისუფთავის T7 ფაგების კონცენტრატი. სპექტროფოტომეტრული მეთოდით შემოწმებული იქნა ფაგის ტიტრი და მისი სისუფთავის ხარისხი. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მღებული იქნა მაღალი ტიტრის და გაწმენდილი ბაქტერიოფაგების სუსპენზია.


მიმაგრებული ფაილები:

სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია ბიოფიზიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com