ka | en
Company Slogan TODO

გენომის არასტაბილურობის შესწავლა ტუბერკულოზით დაავადებულებში

ავტორი: ქეთევან რუბანოვი
საკვანძო სიტყვები: ტუბერკულოზი, ქრომოსომა, გენომის არასტაბილურობა
ანოტაცია:

ფილტვის ტუბერკულოზი (ფტ) ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული დაავადებაა. იგი კლასიფიცირდება როგორც მემკვიდრული წინასწარგანწყობის პათოლოგია, და ამდენად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთი მარკერების ძიებას, რომლებიც ამ დაავადების მიხედვით რისკ-ჯგუფების ნაადრევი გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. ერთ-ერთ ასეთ მარკერს გენომის სტაბილურობის დონე წარმოადგენს. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე მოცემული ნაშრომის მიზანს წარმოადგენდა გენომის ფუნქციური მახასიათებლების ცვალებადობის შედარებითი შეფასება ფტ-თი დაავადებულ ინდივიდებში მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ. კერძოდ, შესწავლილ იქნა ქრომოსომათა სტრუქტურულ-რაოდენობრივი აბერაციების სიხშირე, ფრაგილური საიტებისა (გეპების) და შვილეულ ქრომატიდთაშორისი გაცვლების (შქგ) სიხშირეები და მიღებული მაჩვენებლების კორექციის შესაძლებლობა პეპტიდური ბიორეგულატორით - ეპიტალონით. კვლევები ტარდებოდა ლიმფოციტარულ კულტურათა უჯრედების გამოყენებით.(კონტროლი-კლინიკურად ჯანმრთელ ინდივიდთა უჯრედული კულტურები). შრომაში პირველად იქნა ნაჩვენები, რომ ფტ-თი დაავადებული ინდივიდებისათვის მკურნალობამდე დამახასიათებელია ქრომოსომათა სტრუქტურული დარღვევებისა და გეპების სარწმუნოდ მაღალი დონე კონტროლთან შედარებით, რაც უფრო ნაკლები ხარისხით, მაგრამ სარწმუნოობის ფარგლებში, შენარჩუნებულია მკურნალობის შემდეგაც. ეპიტალონის ზეგავლენით დაავადებულთა ინტაქტური კულტურებისათვის დაფიქსირებული მაჩვენებლები რამდენადმე მცირდებოდა. რაც შეეხება შქგ-ს, ადგილი ჰქონდა მისი მაჩვენებლის ზოგად ზრდას და ამასთან, მკვეთრად იცვლებოდა მათი რეგისტრაციის უბნები, რაც, როგორც ჩანს ფტ-თი დაავადებულთა უჯრედებისათვის დამახასიათებელ თავისებურებას წარმოადგენს.


მიმაგრებული ფაილები:

გენომის არასტაბილურობის შესწავლა ტუბერკოლოზით დაავადებულებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com