ავტორიზაცია
G4 დენდრიმერისა და დნმ-ის კომპლექსის სტაბილობის კალორიმეტრული კვლევები
ავტორი: მარიამი შუბითიძესაკვანძო სიტყვები: დნმ, დენდრიმერი
ანოტაცია:
შესწავლილი იქნა PAMAM G4 დენდრიმერის და მისი ორჯაჭვიან დნმ-ის მოლეკულასთან ურთიერთქმედების თერმოდინამიკური თვისებები. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ დნმ-ის მოლეკულა წარმოქმნის კომპლექსს დენდრიმერთან. კომპლექსის წარმოქმნაზე მიუთითებს მიკროკალორიმეტრული მეთოდით მიღებული ექსპერიმენტები. კერძოდ, ნათლად ჩანს, რომ დენდრიმერის დნმ-თან შერევისას დენდრიმერი უპირატესად უკავშირდება დნმ-ის მოლეკულაში გუანინ-ციტოზინ წყვილების მდიდარ უბნებს. ამაზე მიუთითებს დნმ-ის ლღობის მრუდზე შესაბამისი ტემპერატურულ ინტერვალში გუან-ციტოზინის-თვის დამახასიათებელი მცირე ზომის პიკის მნიშვნელოვნი შემცირება, ისე რომ ლღობის მრუდი სხვა ცვლილებას არგანიცდის. გარდა ამისა შესწავლილი იქნა დნმ-დენდრიმერის კომპლექსის თვისებები სხვადასხვა მჟავიანობის (pH 4.6-8.0) გარემო პირობებში. მიღებული კვლევები მიუთითებს იმას, რომ pH მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დნმ-დენდრიმერის კომპლექსზე. კერძოდ, ადგილი აქვს ლღობის კუთრი ენტალპიის მნიშვნელობის ცვლილებას pH მიმართებაში.
მიმაგრებული ფაილები:
G4 დენდრიმერისა და დნმ-ის კომპლექსის სტაბილობის კალორიმეტრული კვლევები [ka]