ka | en
Company Slogan TODO

მოდელირება კერძოწარმოებულიანი დიფერენციალური განტოლებებით

ავტორი: სოფიო ჩიქვინიძე
თანაავტორები: ანა შარაშენიძე, ლაშა ქუთათელაძე, გიგა ჩალაური, გიორგი ყუფუნია, მალხაზ სულაძე
საკვანძო სიტყვები: ციფრული სურათი, კომპრესირება, ზუმირება, მობრუნება, ინტერპოლება, დიფუზია, სითბოგამტარობის განტოლება
ანოტაცია:

პროექტის მიზანია ციფრული სურათების დამუშავება(ზუმირება, კომპრესირება, კუთხით მობრუნება) სხვადასხვა რიცხვითი მეთოდების გამოყენებით და მიღებული შედეგების გაანალიზება. ნაშრომში წარმოდგენილია ზოგადი ინფორმაცია ციფრული სურათების შესახებ და მასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები. განხილულია ციფრული სურათების ზუმირების, კომპრესირების და მობრუნების რამდენიმე მეთოდი, როგორც ინტერპოლების ალგორითმების გამოყენებით, ისე დიფერენციალური განტოლებებით, კერძოდ, ვიყენებთ სამი ტიპის ინტერპოლებას: ნულოვანი რიგის, ბიწრფივს და ბიკუბურს, და სითბოგამტარობის ამოცანის ამოხსნის რიცხვით მეთოდებს. თეორიულ ნაწილში წარმოდგენილ მასალას თან ახლავს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მიღებული შედეგების აღწერა.


მიმაგრებული ფაილები:

Final Document [ka]
presentation [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com