ავტორიზაცია
2-(1-ადამანტილ)ბენზიმიდაზოლის ზოგიერთი წარმოებულის სინთეზი და შესწავლა
ავტორი: გიორგი ბუზალაძეთანაავტორები: თინათინ ბუკია
საკვანძო სიტყვები: ადამანტანი, ბენზიმიდაზოლი, ადამანტილ ბენზიმიდაზოლის სინთეზი
ანოტაცია:
ვირუსული და ინფექციური დაავადებების ზრდა მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში. თანამედროვე ეტაპზეც ერთ–ერთ აქტუ¬ალურ პრობლემად რჩება დაბალ ტოქსიკური მაღალეფექტური ფარმაკოლო¬გიური საშუალებების შექმნა. კვლევები ადამანტანის ფრაგმენტის შემცველი ახალი წარმოებულების სინთეზისა და ფარმაკოლოგიური თვისებების შესწავლის მიმართულებით აქტუალურია. 2-(1-ადამანტილ)ბენზიმიდაზოლი ხასიათდება ანტივირუსული და ანტიმიკრობული აქტიურობით,ამასთან ცოცხალი უჯრედების მიმართ 20 μMკონცენტრაციით არატოქსიურია. ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრის, ანტიპარაზიტული და ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ახალი საშუალებების ძიების მიზნით განხორციელებულია 2-(1-ადამანტან)ბენზიმიდაზოლის, 5(6)-ნიტრო-(1-ადამანტილ)ბენზიმიდაზოლის სინთეზი. ნიტრო პროდუქტის აღდგენით სხვადასხვა პირობებში მიღებულია 5(6)-ამინო-2-(1-ადამანტილ)ბენზიმიდაზოლი. შესწავლილია მიღებული ამინის ურთიერთქმედების რეაქციები არომატულ ალდეჰიდებთან და კარბონმჟავათა ნაწარმებთან. სინთეზირებულია შესაბამისი შიფის ფუძეები და ამიდები. ზოგერთი ნაერთის აგებულება დადგენილია იწ. უი და ბმრ-სპექტრული ანალიზის მონაცემებით.
მიმაგრებული ფაილები:
2-(1-ადამანტილ)ბენზიმიდაზოლის ზოგიერთი წარმოებულის სინთეზი და შესწავლა [ka]