ka | en
ავტორიზაცია
ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე
ავტორი: ხათუნა გოგიძესაკვანძო სიტყვები: ანთროპოგენური, კლიმატი, ცვლილება
ანოტაცია:
ატმოსფერო რთული ფიზიკურ–ქიმიური სისტემაა, რომელიც ურთიერთქმედებაშია დედამიწის ზედაპირთან, ოკეანესა და ბიოსფეროსთან. მისი შედგენილობა განუწყვეტლივ იცვლება. ეს განსაკუთრებით შეინიშნება XX საუკუნის შუა პერიოდიდან, რასაც ემატება ტექნოგენური ფაქტორების ზემოქმედება. ნაშრომში განხილულია ატმოსფეროში არსებული ანთროპოგენური აეროზოლების წარმოშობის წყაროები (მრეწველობა, ავტოტრანსპორტი და სხვა) და მათზე მეტეოროლოგიური პირობების გავლენა. გამოვლენილია ცალკეული დამაბინძურებელი წყაროების მიერ ატმოსფეროში არსებული აეროზოლების რაოდენობრივი ცვლილების დინამიკა. დადგენილია, რომ ატმოსფეროს ეკოლოგიური მდგომარეობა დამოკიდებულია დაბინძურების წყაროს სპეციფიკურობაზე და ინტენსიობაზე, ფიზიკურ–გეოგრაფიულ და მეტეოროლოგიურ პირობებზე.
მიმაგრებული ფაილები:
ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე [ka]ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე [ka]