ka | en
ავტორიზაცია
წყალი-ზეთში შებრუნებული მიკროემულსიების ელექტრული გამტარობის შესწავლა
ავტორი: ნინო ხუციშვილითანაავტორები: მანონი კურტანიძე
ანოტაცია:
შესწავლილია ტეტრაეთილენგლიკოლ მონოდოდეცილის ეთერის შებრუნებული მიცელური ხსნარების ელგამტარობა. მიკროემულსიები მზადდებოდა ტეტრაეთილენგლიკოლ მონოდოდეცილის ეთერის გარკვეული რაოდენობის გახსნით ჰექსანში. იზომებოდა ელგამტარობა და შემდეგ თანდათანობით ემატებოდა წყლის და მარილების წყალხსნარების მცირე რაოდენობები წყალი/ზან თანაფარდობის უბანში 0-4. აღმოჩნდა, რომ მარილების წყალხსნარების დამატებისას ელგამტარობა უფრო მეტად იმატებს წყალი/ზან-ის თანაფარდობის ზრდისას, ვიდრე დისტილირებული წყლის შემთხვევაში. ამასთან, ელგამტარობის მნიშვნელობა უფრო მაღალია აცეტატ-იონების თანაობისას, პერქლორატ იონებთან შედარებით.
მიმაგრებული ფაილები:
წყალი-ზეთში შებრუნებული მიკროემულსიების ელექტრული გამტარობის შესწავლა [ka]