ka | en
ავტორიზაცია
Brij-30-ის უწყლო შებრუნებული მიცელების მიკროგარემოს შესწავლა ულტრაიისფერი-ხილული სპექტროსკოპიული მეთოდით
ავტორი: ნინო ლაგვილავათანაავტორები: მანონი კურტანიძე
ანოტაცია:
შესწავლილია ტეტრაეთილენგლიკოლ მონოდოდეცილის ეთერის უწყლო შებრუნებული მიცელების მიკროგარემო ულტრაიისფერი-ხილული სპექტროსკოპიული მეთოდით. ოპტიკურ სინჯად შეირჩა ორთო-ნიტროანილინი. შებრუნებული მიცელები მოდიფიცირდებოდა ჰექსანში უხსნადი ორგანული გამხნელებით. მიკროემულსიები მზადდებოდა ტეტრაეთილენგლიკოლ მონოდოდეცილის ეთერის გარკვეული რაოდენობის გახსნით ჰექსანში, შემდეგ ემატებოდა მცირე რაოდენობით დიმეთილფორმამიდი, აცეტონიტრილი და ყინულოვანი ძმარმჟავა. აღმოჩნდა, რომ ორთო-ნიტროანილინის Brij-30-ის პოლარულ თავებთან შეკავშირება ყველაზე მეტად სუსტდება წყლის ნაცვლად დიმეთილფორმამიდის თანაობისას მიცელის გულში.
მიმაგრებული ფაილები:
Brij-30-ის უწყლო შებრუნებული მიცელების მიკროგარემოს შესწავლა ულტრაიისფერი-ხილული სპექტროსკოპიული მეთოდით [ka]