ka | en
Company Slogan TODO

Brij-30-ის შებრუნებული მიცელების მიკროგარემოს შესწავლა ულტრაიისფერი-ხილული სპექტროსკოპიული მეთოდით

ავტორი: ნინო ჯავახიშვილი
თანაავტორები: მანონი კურტანიძე
ანოტაცია:

გამოკვლეულია არაიონური ზან-ის ტეტრაეთილენგლიკოლ მონო დოდეცილის ეთერის Brij-30-ის საფუძველზე მომზადებული მიცელების მიკროგარემო ულტრაიისფერ-ხილული სპექტროსკოპიის მეთოდით მოლეკულურ სინჯად ორთო-ნიტროანილინის გამოყენებით. შებრუნებული მიცელური ხსნარები მზადდებოდა ტეტრაეთილენგლიკოლ მონოდოდეცილის ეთერის გარკვეული რაოდენობის გახსნით ჰექსანში, შემდეგ ემატებოდა წყალი და მარილების წყალხსნარები. გამოვლენილია კოსმოტროპული და ქაოტროპული ანიონების განსხვავებული გავლენა ორთო-ნიტროანილინის Brij-30-ის შებრუნებული მიცელასთან შეკავშირებაზე, კერძოდ შეკავშირების მუდმივებს შედარებით მაღალი მნიშვნელობა აქვთ ნატრიუმის პერქლორატის თანაობისას წყლის გულში, ვიდრე აცეტატის შემთხვევაში.


მიმაგრებული ფაილები:

Brij-30-ის შებრუნებული მიცელების მიკროგარემოს შესწავლა ულტრაიისფერი-ხილული სპექტროსკოპიული მეთოდით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com