ავტორიზაცია
ანტიგენ/ანტისხეულისა და ანტისხეულების აღმომჩენი ტესტების შედარება აივ ინფექციის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში
ავტორი: სალომე შუღლაძესაკვანძო სიტყვები: შიდსი, აივ ინფექცია, იფა
ანოტაცია:
შესავალი: აივ ინფექცია/შიდსი თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს. 2011 წლის მონაცემებით მსოფლიოში აივ-ით ინფიცირებულია 34,2 მილიონი ადამიანი, მათგან 3,4 მილიონი 15 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია, ხოლო ახლადინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 2,5 მილიონ ადამიანს. საქართველოში 2013 წლის ივნისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 3859 შემთხვევა. აივ ვირუსი მიეკუთვნება რეტროვირუსების ოჯახს, ლენტივირუსებს ქვეოჯახს, რომლებიც იწვევენ ნელ ინფექციებს, მათთვის დამახასიათებელია დაავადების ხანგრძლივი ლატენტური პერიოდი. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი პირველად აღწერეს აშშ-ში 1981 წელს. განარჩევენ აივ-1-სა და აივ -2-ს, რომელიც აივ- 1-თან შედარებით ძნელად გადაეცემა. აივ ინფექცია/შიდსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის დღესდღეობით გამოიყენება სკრინინგული და დამადასტურებელ-კონფირმაციული მეთოდები. სწრაფი/მარტივი ტესტების ხანგრძლივობა 15-20 წუთია, ისინი ყველაზე ხშირად გამოიყენება, რასაც განაპირობებს მათი ადვილი ხელმისაწვდომობა და ფასი. კონფირმაციული მეთოდებიდან ძირითადად გამოიყენება იმუნობლოტინგი (Westen blot). ნაშრომის ძირითადი მიზანია დავადგინოთ აივ ანტიგენ/ანტისხეული (Ag/ Ab- ის ) და ანტისხეულის (Ab - ის) აღმომჩენი სწრაფი ტესტებისა და მყარფაზიანი ELISA -ს მეთოდების გამოყენების ეფექტურობა და უპირატესობა აივ/შიდსის დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. კვევის შედეგად დადგინა, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში 317 პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევა შესაძლო აივ ინფიცირებულობის დასასდგენად. ანტიგენ/ატისხეულების აღმომჩენი ტესტით აივ ინფიცირებულობა გამოუვლინდა 7 პაცინეტს. ეს ნიშნავს რომ ეს პაციენტები არიან ახლადინფიცირებულები, მათ ორგანიზმში ჯერ კიდევ არ არის აივ ანტისხეულები -იმყოფებიან ე.წ. ,, ფანჯარა პერიოდში’’. აივ ანტიგენ/ანტისხეულების ტესტები უპირატესია ანტისხეულების აღმომჩენ ტესტებთან შედარებით,ადრეული ინფიცირების გამოსავლენად სეროკონვერსიამდე. Ag/Ab დეტექციის ტესტის გამოყენება აივ ინფექციის დროული დიაგნოსტიკისა და გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდებს შორის.
მიმაგრებული ფაილები:
ანტიგენ/ანტისხეულისა და ანტისხეულების აღმომჩენი ტესტების შედარება აივ ინფექციის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში [ka]