ka | en
Company Slogan TODO

ღვინიდან (საფერავი) მიღებული ფლავონოიდების გავლენა ვირთაგვას თავის ტვინის ქსოვილში მიმდინარე ზეჟანგური ჟანგვის პროცესზე

ავტორი: lili lekiashvili
საკვანძო სიტყვები: ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვა, ფლავონოიდები
ანოტაცია:

ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვა გარკვეული ინტენსივობით ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს თავისუფალი რადიკალების მოქმედებით, რაც იწვევს მოლეკულების სტრუქტურულ რღვევას. თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის ინტენსივობა რეგულირდება ანტიოქსიდანტური მექანიზმებით. ამ პროცესის დაქვეითება იწვევს ჟანგვით გამოწვეული დაზიანებების დაგროვებას და შესაბამისად ჟანგვით სტრესს, რომელთანაც დაკავშირებულია სხვადასხვა პათოლოგიის, მათ შორის გერონტოლოგიური ანუ სიბერესთან დაკავშირებული დაავადებების განვითარება. სწორედ, ამან განაპირობა ამ საკითხის მიმართ ფართო ინტერესი. ფლავონოიდები ადამინის ორგანიზმში ავლენენ ანტიოქსიდანტურ აქტივობას, არეგულირებენ ლიპიდურ ცვლას, ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება და სხვ. კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა ქართული ღვინიდან მიღებული ფლავონოიდების ფრაქციის მოქმედება ვირთაგვების თავის ტვინის ქსოვილში მიმდინარე ზეჟანგურ ჟანგვით პროცესებზე. აგრეთვე, ზეჟანგური ჟანგვის ერთ-ერთი საბოლოო პროდუქტის რაოდენობის ცვლილება ასაკთან მიმართებაში. საკვლევ ობიექტად გამოვიყენეთ თეთრი ლაბორატორიული ვირთაგვები: ახალგაზრდა (5 თვის) და ასაკოვანი (12 თვის). ვირთაგვებს საკვებთან ერთად დამატებით პერორალურად ვაწვდიდით საფერავიდან მიღებულ ფლავონოიდების ფრაქციის სპირტხსნარს. ლიპიდების პეროქსიდაციის ერთ-ერთ საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს მალონის დიალდეჰიდი, რომლის კონცენტრაციის განსაზღვრას ვახდენდით სპექტროფოტომერით. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ ასაკთან ერთად თავის ტვინის ქსოვილში იზდება მალონის დიალდეჰიდის კონცენტრაცია. ხანდაზმული ვირთაგვების ფლავონოიდების ფრაქციით ინტენსიური კვების შემდეგ აღინიშნა მალონის დიალდეჰიდის კონცენტრაციის შემცირება, რაც შეეხება ახალგაზრდა ვირთაგვების ჯგუფს, ღვინიდან მიღებული ფლავონოიდების ფრაქციამ პეროქსიდაციის პროდუქტების შემცირების კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოამჟღავნა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ასკთან მიმართებაში, თავის ტვინის ქსოვილში ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის მატებისას ფლავონოიდების ფრაქცია ავლენს ძლიერ დამცველობით თვისებებს. ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვა გარკვეული ინტენსივობით ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს თავისუფალი რადიკალების მოქმედებით, რაც იწვევს მოლეკულების სტრუქტურულ რღვევას. თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის ინტენსივობა რეგულირდება ანტიოქსიდანტური მექანიზმებით. ამ პროცესის დაქვეითება იწვევს ჟანგვით გამოწვეული დაზიანებების დაგროვებას და შესაბამისად ჟანგვით სტრესს, რომელთანაც დაკავშირებულია სხვადასხვა პათოლოგიის, მათ შორის გერონტოლოგიური ანუ სიბერესთან დაკავშირებული დაავადებების განვითარება. სწორედ, ამან განაპირობა ამ საკითხის მიმართ ფართო ინტერესი. ფლავონოიდები ადამინის ორგანიზმში ავლენენ ანტიოქსიდანტურ აქტივობას, არეგულირებენ ლიპიდურ ცვლას, ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება და სხვ. კვლევის მიზანი იყო შეგვესწავლა ქართული ღვინიდან მიღებული ფლავონოიდების ფრაქციის მოქმედება ვირთაგვების თავის ტვინის ქსოვილში მიმდინარე ზეჟანგურ ჟანგვით პროცესებზე. აგრეთვე, ზეჟანგური ჟანგვის ერთ-ერთი საბოლოო პროდუქტის რაოდენობის ცვლილება ასაკთან მიმართებაში. საკვლევ ობიექტად გამოვიყენეთ თეთრი ლაბორატორიული ვირთაგვები: ახალგაზრდა (5 თვის) და ასაკოვანი (12 თვის). ვირთაგვებს საკვებთან ერთად დამატებით პერორალურად ვაწვდიდით საფერავიდან მიღებულ ფლავონოიდების ფრაქციის სპირტხსნარს. ლიპიდების პეროქსიდაციის ერთ-ერთ საბოლოო პროდუქტს წარმოადგენს მალონის დიალდეჰიდი, რომლის კონცენტრაციის განსაზღვრას ვახდენდით სპექტროფოტომერით. მიღებულმა შედეგებმა გვიჩვენა, რომ ასაკთან ერთად თავის ტვინის ქსოვილში იზდება მალონის დიალდეჰიდის კონცენტრაცია. ხანდაზმული ვირთაგვების ფლავონოიდების ფრაქციით ინტენსიური კვების შემდეგ აღინიშნა მალონის დიალდეჰიდის კონცენტრაციის შემცირება, რაც შეეხება ახალგაზრდა ვირთაგვების ჯგუფს, ღვინიდან მიღებული ფლავონოიდების ფრაქციამ პეროქსიდაციის პროდუქტების შემცირების კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოამჟღავნა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ასკთან მიმართებაში, თავის ტვინის ქსოვილში ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის მატებისას ფლავონოიდების ფრაქცია ავლენს ძლიერ დამცველობით თვისებებს.


მიმაგრებული ფაილები:

ღვინიდან (საფერავი) მიღებული ფლავონოიდების გავლენა ვირთაგვას თავის ტვინის ქსოვილში მიმდინარე ზეჟანგური ჟანგვის პროცესზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com