ka | en
Company Slogan TODO

ჰემოსტაზის ლაბორატორიული მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა და ორსულებში

ავტორი: სესილი წერეთელი
საკვანძო სიტყვები: ჰემოსტაზი კოაგულოგრამა
ანოტაცია:

ანოტაცია ჰემოსტაზის ლაბორატორიული მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა და ორსულებში შესავალი: ჰემოსტაზი კომპლექსური პროცესია, რომელიც მოიცავს ყველა იმ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი თავს იცავ სპონტანური და სისხლძარღვოვანი სისტემის (სისხლძარღვის) დაზიანებით გამოწვეული სისხლდენისაგან. კოაგულოგრამა ანუ ჰემოსტაზიოგრამა სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევაა, რომლის დახმარებითაც ირკვევა, როგორია სისხლის შედედების უნარი - ჰემოსტაზი. კოაგულოგრამა – რამოდენიმე მაჩვენებელისაგან შედგება, რომლებიც მოიცავენ სისხლის შემადედებელი სისტემის სამივე ფაზის ელემნტებს, მათი კვლევის შედეგებით დგინდება ორგანიზმის ჰემოსტაზის საერთო მდგომარეობა. ერთ-ერთი მაჩვენებლის ცვლილებაც კი მიუთითებს ჰემოსტაზის დარღვევას. კვლევის მიზანი: ასაკისა და ორსულობის გავლენის დადგენა ჰემოსტაზის ფუნქციურ მაჩვენებლებზე. კვლევის ობიექტი და მეთოდები: საკვლევი პირები დავყავით 3 ჯგუფად: (60წლამდე, 60წელს ზემოთ და ორსულები). ჰემოსტაზის მდგომარეობის შესაფასებლად ამ შემთხვევაში ვიყენებდით გერმანული ფირმის მზა ტესტ-სისტემებს (HUMAN, გერმანია). სტატისტიკური ანალიზისათვის გამოვიყენეთ ერთფაქტორიანი დისპერსიული ანალიზი (One-Way ANOVA - ფაქტორი: პაციენტთა ასაკი და ორსულობა). მიღებული შედეგები: მიღებულ მონაცემებით სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავება დაფიქსირდა სამ ჯგუფს შორის. CT- F(3,59) = 4.575; P=0.006, FC – F(3,59)= 2.594; P=0.045. 60 წ-ზემოთ აღინიშნება ფიბრინოგენის კონცენტრაციის (FC) მომატება და კოაგულაციის დროის (CT) გახანგრძლივება. ასაკოვან ადამიანებში მომატებულია ფიზიოლოგიურად ფიბრინოგენის კონცენტრაცია, მაგრამ გართულებულია მისი გადაქცევა ფიბრინად, რაც იწვევს სისხლის შედედების დროის გაზრდას. ორსულთა ჯგუფში კი ფიბრინოგენის კონცენტრაციის სარწმუნო მომატება დაფიქსირდა. ორსულის სისხლში ბევრი რამ იცვლება, რაც ძირითადად ორსულის ფიზიოლოგიის ჩარჩოს ნორმებშია. ორსულებში ფიბრინოგენის კონცენტრაცია თანდათან იზრდება და მაქსიმუმს ამ 40 კვირიანი პერიოდის დასასრულისთვის აღწევს. დასკვნა: 60 წლამდის პაციენტებში ჰემოსტაზის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. 60 წლის ზემოთ ხანდაზმულებში იმატებს ფიბრინოგენის კონცენტრაცია და იზრდება კოაგულაციის დრო. ორსულებში იზრდება ფიბრინოგენის კონცენტრაცია.


მიმაგრებული ფაილები:

ჰემოსტაზის ლაბორატორიული მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებსა და ორსულებში [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com