ავტორიზაცია
შაორ–ტყიბულის წყალსაცავების წყლის ბალანსი
ავტორი: ხატია ჩოხელისაკვანძო სიტყვები: შაორის წყალსაცავი, ტყიბულის წყალსაცავი, წყლის ბალანსი
ანოტაცია:
მტკნარი წყლის რესურსები საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს. საქართველოს ტერიტორიის მთიანი ხასიათი, უხვი ატმოსფერული ნალექები, განსაკუთრებით შავი ზღვის აuზში განაპირობებენ იმას, რომ მის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ფორმირებული მტკნარი წყლის ფენის საშუალო სიმაღლით საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოში. წყლის რესურსების ტერიტორიალური გადანაწილების და მართვისათვის მნიშვნელოვანია წყალსაცავების ეფექტური ექსპლუტაცია. წყლის ბალანსის მეთოდის საშუალებით შესაძლებელია წყალსაცავში წყლის შემოსვლის, გასავლისა და აკუმულაციის განსაზღვრა. დასავლეთ საქართველოში მდებარეობს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შაორ–ტყიბულის წყალსაცავების კასკადი, რომელიც კომპლექსური დანიშნულების რთული ჰიდროკვანძია, განხილულია წყალსაცავის წყლის ბალანსის განტოლებაში შემავალი ყველა კომპონენტი: ზედაპირული წყლების მოდინება წყალსაცავში, მიწისქვეშა წყლების მოდინება, სამეურნეო მოხმარების შედწეგად დაბრუნებული წყლები, რომლებიც პირდაპირ ხვდებიან წყალსაცავში, ნალექები, რომლებიც მოდიან წყალსაცავის ზედაპირზე, წყლის გადინება ჰიდროკბანძის ჩამკეტი ნაგებობებიადნ, წყლის გადინება ფილტრაციით, წყლის აღება წყალსაცავიდან წყალმომარაგებაზე, აორთქლება წყალსაცავის ზედაპირიდან, წყალსაცავის წყლის მარაგის ცვლილება თოვლისა და ყინულის ხარჯზე, და აშ. ბალანსის ელემენტების კვლევა განხორციელდება ანთროპოგენული ფაქტორების გათვალისწინებით, რათა შესაძლებელ იქნეს რეალურთან მიახლოებული სურათის წარმოჩენა.
მიმაგრებული ფაილები:
შაორ–ტყიბულის წყალსაცავების წყლის ბალანსის პრეზენტაცია [ka]შაორ–ტყიბულის წყალსაცავების წყლის ბალანსი [ka]