ავტორიზაცია
ატმის, ალუბლის და ქლიავის ნერგებიდან Fusarium–ის პათოგენური სახეობების იდენტიფიკაცია გენეტიკური მარკერებით
ავტორი: თეონა სოლომნიშვილიანოტაცია:
მავნებლებთან ბრძოლის ერთ–ერთ თანამედროვე სტრატეგიას წარმოადგენს მცენარეული პათოგენების გამოვლენა და მათი სწრაფი იდენტიფიკაცია, რაც უზრუნველყოფს მავნებლებისაგან მცენარეთა დაცვის სწორი სტრატეგიების შემუშავებასა და აგრო–პროდუქციის წარმოებას მინიმალური დანაკარგებით. Fusarium პათოგენური სოკოს სახეობაა, რომელიც იწვევს ფართო სპექტრის აგროკულტურების დაავადებას. Fusarium-ით ინოკულირებული ატმის, ალუბლის და ქლიავის ნერგებიდან მიღებული იქნა სოკოს სუფთა კულტურები. კულტურაში მიღებული სოკოს სახეობებიდან განხორციელდა სახეობა-სპეციფიკური დნმ-ს ფრაგმენტების ამპლიფიკაცია ოლიგონუკლეოტიდური პრაიმერების გამოყენებით. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გამოყენებით მოხდა დაავადებული მცენარეთა ნიმუშებიდან Fusarium-ის სამი პათოგენური სახეობის: F. equiseti, F. oxysporum, F. avenaceum იდეტიფიკაცია. დადგენილი იქნა F. equiseti გავრცელების მაღალი (72.88%) სიხშირე სხვა პათოგენურ სახეობებთნ მიმართებაში.
მიმაგრებული ფაილები:
ატმის, ალუბლის და ქლიავის ნერგებიდან Fusarium–ის პათოგენური სახეობების იდენტიფიკაცია გენეტიკური მარკერებით [ka]