ავტორიზაცია
ღვინის საწარმოში წარმოქმნილი ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის რისკის შემცირების გზები ISO- 14001 სტანდარტების ჭრილში
ავტორი: tamuna kristesiashviliსაკვანძო სიტყვები: გარემოს მართვის სისტემა, ღვინის საწარმო, ნარჩენები, დაბინძურება, დაბინძურების შემცირება.
ანოტაცია:
ინდუსტრიული ნარჩენები, მათ შორის ღვინის საწარმოები, გარემოს წერტილოვანი დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. გარემოს დაცვის მართვის სისტემის არსებობა უზრუნველყოფს საწარმოო ნარჩენების მდგრადი მართვის განხორციელებას (დაგეგმარება, განხორციელება, კონტროლი და მონიტორინგი) და შესაბამისად ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ISO 14001 წარმოადგენს ნებაყოფლობით საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს საწარმოში გარემოს დაცვის მართვის სისტემის დანერგვისა და განხორციელებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სტანდარტი ძალიან პრესტიჟულია, სამწუხაროდ დღესდღეობით ღვინის მწარმოებელი კომპანიები როგორც საქართველოში, ასევე ევროპის მრავალ ქვეყანაში, ნაკლებად არიან დაინტერესებული ISO 14001 სერტიფიკატის მიღებით. წარმოდგენლი კვლევის საგანია გარემოს დაცვის ISO 14001 სტანდარტებისა პოტენციური სარგებლის გამოვლენა ღვინის საწარმოებში. წარმოდგენილი ნაშრომის კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს ღვინის საწარმოებში წარმოქმნილი ნარჩენების გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის რისკის შემცირების გზების განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ISO14001 ჭრილში. კვლევის ამოცანებია : ა) ღვინის საწარმოებში წარმოების სხვადასხვა ეტაპზე წარმოქმნილი ნარჩენების სახეების გამოვლენა, და გარემოზე მათი უარყოფითი ზეგავლენის შეფასება ბ) ღვინის საწარმოებში დანერგილი ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებისა და პროცედურების შესწავლა - ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა გ) ღვინის საწარმოებში გარემოს დაცვის მართვის სისტემისა და ISO14001 საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პოტენციური სარგებლის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება კვლევითი კომპონენტის ძირითადი ნაწილი განხორციელდა პორტუგალიაში. ხოლო ნაწილი კი საქართველოში. კვლევის ობიექტებს წარმოადგენს პორტუგალიური ღვინის კომპანია „Caves Messias“ და ქართული ღვინის კომპანია „თბილისკი ვინნი პოგრებ“ . კვლევის შედეგად გამოვლინდა რომ ა) ორივე საწარმოში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ნარჩენები, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენენ გარემოზე ბ) საწარმოში დანერგილი ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებს 2) ღვინის საწარმოში ISO 14001 დანერგვა და გარემოს დაცვის სისტემის ორგანიზება უზრუნველყოფს საწარმოთა ხარჯების, ნარჩენების და რისკის შემცირებას და შესაბამისად მოაქვს ტექნოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შეღავათები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კვლევა არც პორტუგალიაში და არც საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ნაშრომი შესრულებულია ქართულ ენაზე.