ka | en
Company Slogan TODO

მიკრობირთვების ანალიზი გენოტოქსიკურობის შესაფასებლად

ავტორი: მარიამ ოსეფაშვილი
საკვანძო სიტყვები: მიკრობირთვების ანალიზი, მელფალანი, კარმუსტინი, ცისპლატინი, ეტოპოზიდი
ანოტაცია:

In vitro მიკრობირთვების ანალიზი არის გენოტოქსიკურობის ტესტი, რომელიც უკანასკნელ წლებში ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ქემოთერაპიული პრეპარატის უსაფრთხოების შესაფასებლად და ტოქსიკოლოგიურ კვლევებში. ნაშრომი მიზნად ისახავს, დადგინდეს, თუ რამდენად ეფექტური იქნება მიკრობირთვების ანალიზის აღნიშნული ტესტ-სისტემის გამოყენება, ადამიანის TK6 ლიმფობლასტურ უჯრედებზე ანტინეოპლაზიური პრეპარატების გენოტოქსიკური ეფექტების შესაფასებლად. ამისათვის შესწავლილ იქნა 4 ანტისიმსივნური პრეპარატის - მელფალანის, კარმუსტინის, ცისპლატინისა და ეტოპოზიდის მოქმედება TK6 უჯრედებზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პრეპარატებს მოქმედების განსხვავებული მექანიზმები ახასიათებთ, ნაჩვენებია, რომ თითოეული მათგანი ზრდის ლეიკემიის განვითარების რისკს. უჯრედის სხვა სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად ისინი იწვევენ მიკრობირთვების ფორმირებას და კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ მიკრობირთვების წარმოქმნა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს მათი გენოტოქსიკურობის საიმედო მარკერად.


მიმაგრებული ფაილები:

მიკრობირთვების ანალიზი გენოტოქსიკურობის შესაფასებლად [ka]
მიკრობირთვების ანალიზი გენოტოქსიკურობის შესაფასებლად [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com