ავტორიზაცია

სითბური ასახვა: სამგანზომილებიანი ობიექტის სითბური სეგმენტაცია. (სითბური ცენტრების რაოდენობის პოვნა და იდენტიფიცირება)
ავტორი: თეონა სამხარაძესაკვანძო სიტყვები: სითბური, სეგმენტაცია, მეში, ასახვა
ანოტაცია:
ნაშრომის მიზანია შეიქმნას პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მოახდენს სამგანზომილებიანი ობიექტის სეგმენტაციას. სამგანზომილებიანი ობიექტის სეგმენტაცია(შემდგომში სოს) გულისხმობს ერთი მთლიანი ობიექტის დაყოფას უფრო მცირე ზომის მნიშვნელოვან კომპონენტებად. სოს არის ფუნდამენტური ამოცანა, რომლის იმპლემენტაციაც მოითხოვს დაბალი დონის პროგრამირებისა და კომპიუტერული გეომეტრიის საფუძვლების ცოდნას. ამ ამოცანის შედეგები და აპლიკაციები გამოიყენება მრავალ სხვადასხვა დარგში, როგორებიცაა მაგალითად: კომპიუტერული ხედვა, კომპიტერულად მათვადი დიზაინი, ბიოინფორმატიკა, სამგანზომილებიანი სამედიცინო დასურათება. დღესდღეისობით არსებობს სოს-ის რამდენიმე მიდგომა, თუმცა მათი უმრავლესობა მხოლოდ თეორიული ნაშრომია და არ არის ფართოდ დანერგილი პრაქტიკაში. ამ ნაშრომში გავაანალიზებთ ობიექტის სითბური სეგმენტაციის მეთოდს და მიღებულ ცოდნას მივცემთ პრაქტიკულ გამოყენებას. უფრო კონკრეტულად კი მოვახდენთ სითბური ცენტრების რაოდენობის დათვლის(Estimating number of the heat centers) და მათი იდენტიფიცირების(Hunting heat centers) ალგორითმის იმპლემენტაციას.
მიმაგრებული ფაილები:
სითბური ასახვა: სამგანზომილებიანი ობიექტის სითბური სეგმენტაცია. (სითბური ცენტრების რაოდენობის პოვნა და იდენტიფიცირება) [ka]