ka | en
Company Slogan TODO

სამგანზომილებიანი ობიექტების დანაწევრება, ზედაპირის სტრუქტურის გამარტივება და ხმაურის რეგულირება

ავტორი: გელა ლომიძე
ანოტაცია:

ბიზნეს სამუშაო პლათფორმების ერთ მესამედს ამოძრავებს სამრეწველო, ან სამეცნიერო აპლიკაციები, რომლებიც ძლიერ დამოკიდებულნი არიან ინტერაქტიულ რეჟიმში სამგანზომილებიანი ობიექტების გამოსახულების გამოტანის ცოდნაზე, რომელთა სირთულეც გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე გრაფიკული სისტემების ეფექტურობა. სამგანზომილებიან ვიდეო-თამაშებში არსებულ მარტივ სცენებს შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე ასეული ტექსტურირებული მრავალკუთხედი, მაგრამ ობიექტები, რომლებიც გამოიყენებიან მექანიკურ CAD(ავტომატიზირებული პროექტირების სისტემები), სამეცნიერო, სამედიცინო და გეოგრაფიულ აპლიკაციებში მოითხოვენ მილიონობით წახნაგიან სცენებს. დღეისათვის ხელმისაწვდომი მაღალი წარმადობის გრაფიკული აპარატურა ხშირად ვერ ახერხებს სამგანზომილებიანი მოდელების ისეთი კადრების სიხშირით(FPS) გამოტანას, რომ შეგვეძლოს პირდაპირი მანიპულირება და კამერის ინტერაქტიული კონტროლი. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა მოდელების გამარტივება ისე, რომ არ მოხდეს მათი სერიოზული ცვლილება და დამახინჯება. გრაფიკული მიზნებისათვის გავრცელებული სამგანზომილებიანი ფორმები მრავალწახნაგაა და გამოსახულების სახით გამოტანისათვის ხდება მათი ტრიანგულირება, ამიტომ მნიშვნელოვანია რთული ტრიანგულირებული მოდელების კომპრესიაზე და დეკომპრესიაზე ფოკუსირება. სამგანზომილებიანი ობიექტის ზედაპირის სტრუქტურული გამარტივება და ხმაურის ჩახშობა არის დაბალი დონის ფუნდამენტური ამოცანა. ამ ამოცანის შედეგები და აპლიკაციები გამოიყენება მრავალ სხვადასხვა დარგში. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ თუ გვაქვს n წვეროიანი ზედაპირი, გამარტივების შემდეგ უნდა მივიღოთ გაცილებით უფრო მცირე წვეროებისგან შემდგარი ზედაპირი, მაგრამ ეს პროცესი სრულდება ისე, რომ არ იკარგება პირველადი ზედაპირის თვისებები. გამარტივება ხდება არა პირდაპირ მთელ ზედაპირზე არამედ დანაწევრების შემდეგ მიღებულ ნაწილებზე. ნაშრომში აღწერილია საკმაოდ ცნობილი და აქტუალური ალგორითმი, რომელიც გვეხმარება აღნიშნული პრობლემების გადაჭრაში. ჩვენი ძირითადი მიზანია არა ამ ალგორითმის რაიმე სახით გაუმჯობესებაა, თუნდაც თეორიული სახით, არამედ ამ ალგორითმის პროგრამული რეალიზაცია და თეორიული საკითხებისათვის პრაკტიკული იერსახის მიცემა. შედეგები შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა ალგორითმების მუშაობის დროის ოპტიმიზაციისათვის, ასევე თვითონ პროგრამული უზრუნველყოფა საკმაოდ კარგი დამხმარე საშუალებაა გრაფიკის დიზაინერებისათვის.


მიმაგრებული ფაილები:

სამგანზომილებიანი ობიექტების დანაწევრება, ზედაპირის სტრუქტურის გამარტივება და ხმაურის რეგულირება [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com