ავტორიზაცია
აჭარის რელიეფის ანთროპოგენული ტრანსფორმაცია
ავტორი: ნიკო პავლიაშვილიანოტაცია:
აჭარის რეგიონის ტერიტორია მიეკუთვნება საქართველოს იმ რეგიონს, სადაც ბუნებრივ–ანთროპოგენული პროცესების არნახულმა წარმოქმნა გააქტიურებამ და მათგან გამოწვეულმა სოციალურ–ეკონომიურმა პრობლემებმა მიარწიეს ეკოლოგიური კრიზისების შეუბრუნელებ ლღვარს. აქ განვითარებული სხვა და სხვა სახის საშიში გეოლოგიური პროცესები: მეწყრები, ეროზია, ღვარცოფები, თოვლის ზვავები და ზრვის ნაპირების გადარეცხვა ყოველწლიურად უდიდეს მატერიალურ ზარალს აყენებს რეგიონის მოსახლეობას, სამეურნეო–საინჟინრო ობიექტებს და არც თუ იშვიათად მთავრდება ადამინთა მსხვერპლით. პროცესების ექსტრემალური განვითარების პირობებში მათგან მიყენებული ზარალი მილიონი ლარით განისაზღვრება. რეგიონში გამოსაყენებელი მიწების უკიდურესი შეზღუდულობის გამო ტერიტორიის ათვისება მიმდინარეობს საინჟინრო გეოდინამიკურად მეტად სარისკო ფართობებზე, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის საშიში გეოლოგიური პროცესების ინტენსიურ გააქტიურებას და სოფლის მეურნეობისათვის ვარგისი მიწების მნიშვნელოვან შემცირებას. დადგენილია, რომ ბოლო 3 ათეული წლის მანძილზე, სახნავი მიწები შემცირდა 3–ჯერ. ტერიტორიის უსუტემო ათვისებამ გამოიწვია მრავალსპექტრიანი ლანდშაფრის ძლიერი ანთროპოგენიზაცია, ხოლო გეოლოგიურ გარემოში დაიწყო შეუქცევადი რღვევა, ცვლილებები და გეოლოგიური პროცესების არნახული მასშტაბით წარმოქმნა–გააქტიურება, რის გამოც აჭარა მოექცა საქართველოში ბუნებრივ–ტექნოგენური კატასტროფების ხშირი განმეორების ყველაზე მაღალი რისკის არეში. სტიქიური პროცესების ასეთი ინტენსიური განვითარება და დროში განმეორებადობა რთული ტელიეფური და კლიმატური პირობების პარალელურად, ერთ–ერთ უმთავრეს განმსაზღვრელს წარმოადგენს ადამიანის უკიდურესად მაღალი ზეწოლა გარემოზე. აღნიშნული გარემოებით არის განპირობებული, რომ დღეისათვის აჭარის მოსახლეობის სტიქიური გეოლოგიური პროცესებისაგან დაცვა და საინჟინრო–სამეურნეო ობიექტებს უსაფრთხო ფუნქციონირება რეგიონის მდგრადი განვითარების ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ– ეკონომიურ პრობლემას წარმოადგენს. სტიქიური უბედურების თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად საჭიროა აჭარის ტერიტორიის აქტიურ უბნებზე მოეწყოს გეომონიტორინგული ღონისძიებები, რომ გარკვეულ იქნას ყველა საშიში გეოლოგიური პროცესის ხასიათი, განვითარება და მათი ციკლურობა, რათა მოხდეს ამ პროცესების ზუსტი პროგნოზირება. მოცემულ უბნებზე ჩატარდეს დეტალური საინჯინრო–გეოლოგიური კვლევით სამუშაოები, რათა სტიქიური უბედურებისაგან დაცვითი მიზნებისათვის მოხდეს ეფექტური ღონისძიებების შემუშავება და ჩატარება, რომ ბოლომდე აღმოიფხვრას რისკის ფაქტორი.
მიმაგრებული ფაილები:
აჭარის რელიეფის ანთროპოგენული ტრანსფორმაცია [ka]აჭარის რელიეფის ანთროპოგენური ტრანსფორმაცია [ka]