ავტორიზაცია
სამგანზომილებიანი ობიექტიდან ჩონჩხის მოპოვება
ავტორი: ზურაბ აბელაშვილისაკვანძო სიტყვები: ჩონჩხი, სეგმენტაცია, კანის გადაკვრა, სითბოს გატარება, შეკუმშვა
ანოტაცია:
სამგანზომილებიანი ობიექტიდან ჩონჩხის მოპოვება არის დაბალი დონის ამოცანა. ამ ამოცანის შედეგები და აპლიკაციები საშუალებას გვაძელევს მოკლე დროში მივიღოთ კანგადაკრული(“skinned”) და ძვლების სისტემის მქონე ობიექტები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია სამგანზომილებიან, ინტერაქტიულ და კინემატოგრაფიულ ტექნოლოგიებში(3DS MAX, Cinema4D), ვიდეოთამაშების ძრავებში(UDK, CryEngine). ალგორითმის მოცემული რეალიზაცია მიზნის მისაღწევად იყენებს სამგანზომილებიანი ობიექტის სეგმენტაციას(და ალტერნატიულ მეშის შეკუმშვის მეთოდს). სამგანზომილებიანი ობიექტის სეგმენტაცია არის დაბალი დონის ფუნდამენტური ამოცანა. ამ ამოცანის შედეგები და აპლიკაციები გამოიყენება მრავალ სხვადასხვა დარგში, როგორებიცაა მაგალითად: კომპიუტერული ხედვა, კომპიტერულად მათვადი დიზაინი, ბიოინფორმატიკა, სამგანზომილებიანი სამედიცინო დასურათება. ობიექტის სეგმენტაცია, რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა ადამიანის ვიზუალურ აღქმასთან. ასეთი სეგმენტაცია იძლევა სტაბილურ შედეგს და არ არის დამოკიდებული ობიექტის ზედაპირის იზომეტრიულ ტრანსფორმაციაზე.
მიმაგრებული ფაილები:
სამგანზომილებიანი ობიექტიდან ჩონჩხის მოპოვება სითბური სეგმენტაციის გამოყენებით [ka]