ka | en
Company Slogan TODO

ელექტრული და ჰიბრიდული მანქანების ელექტროგადამცემი სადენების გადაცემის იმპედანსის გამოკვლევა

ავტორი: გიორგი მაღლაკელიძე
საკვანძო სიტყვები: გადაცემის იმპედანსი, ფურიეს მწკრივი, ელექტრული მანქანა, ეკრანირებული ელექტროგადამცემი სადენები, ურთიერთზემოქმედება, ველის გაბნევა
ანოტაცია:

დღეს ელექტრული და ჰიბრიდული გადაადგილების საშუალებების შემუშავება უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს. არანაკლები მნიშვნელობა აქვს მათი შემადგენელი ნაწილების კომპიუტერულ მოდელირებას - გამართული მოდელები გვაძლევენ საშუალებას ეკონომიურად და მოკლე ვადაში მოხდეს ელექტრული სისტემების დაგეგმარება, შემუშავება და თვისებების ღრმად შესწავლა. მოცემულ ნამუშევარში წარმოდგენილი და შესწავლილი იქნა ელექტრულ სისტემებში გამოყენებული მკვებავი სადენების გამოსხივების ახალი მოდელი. შემოთავაზებული ნახევრად-ანალიტიკური ამოხსნა ეფუძნება რ. ჰარინგტონის მიერ აღწერილ მომენტების მეთოდს, წიგნიდან „Field Computation by Moment Methods“. ახალი MoM-Fourier მიდგომის ძირითადი თვისება მდგომარეობს იმაში, რომ გამტარებსა და ეკრანებზე დაცემული ველის მიერ აღძრული დენები გამოისახება ფურიეს მწკრივის სახით, ეს საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს უცნობთა რაოდენობა და წრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნისათვის საჭირო დრო. წარმოდგენილი ნაშრომი შედგება რამოდენიმე ნაწილისაგან: დასაწყისში მიმოხილულია არსებული აღიარებული მეთოდები. შემდეგ, გამოყვანილი არის ახალი მიდგომა, განხილულია მისი თვისებები და ოპტიმიზაციის საკითხები. ამის შემდგომ ხდება ახალი მეთოდის შემოწმება შემდეგნაირად: ცილინდრული ფორმის გამტარებზე ელექტრომაგნიტური ველის გაბნევის ამოცანა შედარებულია მომენტების მეთოდის შედეგებთან, ხოლო ეკრანირებული კაბელის გადაცემის იმპედანსი შედარებულია შელკუნოვის ფუნდამენტურ ნაშრომს, სასრული გამტარებლობისა და სისქის ცილინდრული ეკრანის გატარების იმპედანსის დათვლის შესახებ. საბოლოოდ, გამოტანილია დასკვნები მიდგომის უპირატესობებისა და ნაკლების შესახებ; ასევე მოყვანილია სამომავლო გეგმები და მეთოდის გაუმჯობესების სავარაუდო გზები.


მიმაგრებული ფაილები:

პრეზენტაცია: ელექტრული და ჰიბრიდული მანქანების ელექტროგადამცემი სადენების გადაცემის იმპედანსის გამოკვლევა [ka]
ნაშრომი: ელექტრული და ჰიბრიდული მანქანების ელექტროგადამცემი სადენების გადაცემის იმპედანსის გამოკვლევა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com