ავტორიზაცია
აჭარისწყლის ხეობის საინჟინრო–გეოლოგიური პირობები
ავტორი: ლევან იოსელიანიანოტაცია:
პროექტი, რომელშიც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა მაგისტრანტმა , ხორციელდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვის აუზში. 2011 წლის ზაფხულში, კომპანია ‘’გროს ენერჯი ჯგუფის’’ მიერ მოხდა საინჟინრო - გეოლოგიური ჯგუფის მივლინება მდ. აჭარისწყალზე, სადაც დიდი ბრიტანეთის წამყვანი საინჟინრო კომპანია Mott MacDonald-ი გეოლოგებთან ერთად განხორციელდა სრულყოფილი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები. კვლევების პირველმა ეტაპმა ექვს თვეზე მეტი გასტანა, გაიბურღა ჭაბურღილები, შესწავლილი იქნა საიტებზე არსებული ყველა გაშიშვლებები. ასევე ნაპრალოვნება, თანამედროვე ბრიტანულ სტანდარტებზე დაყრდნობით. მოპოვებული მასალების დამუშავება, გაანალიზება და შემდგომი ამოცანების დასახვა კი, საოფისე სამუშაოების განმავლობაში ხდებოდა. შეიძლებს ითქვა, რომ კველვა მეტად მაშტაბური და ინოვაციური იყო. მიუდგომელ გაშიშვლებებზე, სადაც პროექტის მიხედვით გვირაბის პორტალები გამოდის, აუცილებლობის გამო მოხდა ჯგუფის მომზადება კლდეზე ცოცვის განხრით, რამაც მეტი ემოცია და თავგადასავალი შესძინა კვლევას. ნაშრომში ასახულია კვლევის შედეგად მოპოვებული მასალა, გაანალიზებულია რისკები, სრულყოფილად არის ასახული რეგიონის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები.
მიმაგრებული ფაილები:
სამაგისტრო ნაშრომი [ka]