ავტორიზაცია
ლანდშაფტთა სენსიტიუორბის კომპლექსური შეფასსება (საქართველოს მაგალითზე)
ავტორი: ნიკოლოზ სოფაძეანოტაცია:
მაგისტრანტი: ნიკოლოზ სოფაძე ლანდშაფტთა სენსიტიურობის კომპლექსური შეფასება (საქართველოს მაგალითზე) ხელმძღვანელი: დალი ნიკოლაიშვილი, ასოც. პროფ. სამაგისტრო ნაშრომის ანოტაცია ლანდშაფტთა სენსიტიურობის შეფასება თანამედროვე გეოგრაფიული და მათ შორის ლანდშაფტური კვლევების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია გამოვლინდეს, ერთის მხრივ, ლანდშაფტის ბუნებრივ-რესურსულ პოტენციალი, ხოლო, მეორეს მხრივ, დადგინდეს მისი მდგრადობა ანთროპოგენური ზემოქმედების მიმართ. საკითხი მეტად აქტუალურია საქართველოსათვის, ვინაიდან რთული ოროგრაფიული და საერთოდ, მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობების ფონზე მან უნდა შექმნას მეცნიერულად დასაბუთებული საფუძველი მდგრადი ბუნებათსარგებლობის მიღწევის თვალსაზრისით. კვლევის უმთავრესი მიზანია ლანდშაფტთა სენსიტიურობის გამაპირობებელი ძირითადი რისკფაქტორების განსაზღვრა და კრიტერიუმების დადგენის საფუძველზე მათი კომპლექსური შეფასება საქართველოს მაგალითზე. ლანდშაფტთა სენსიტიურობის განსაზღვრას მრავალი კვლევა მიეძღვნა, თუმცა ნაკლებადაა შესწავლილი იგი კომპლექსური შეფასების თვალსაზრისით და დღემდე არ არის სრულყოფილად შემუშავებული ის მეთოდოლოგიური საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა გამოვლენილიო მისი გამაპირობებელი ძირითადი კრიტერიუმები ერთიანი მწყობრი სისტემის სახით. ლანდშაფტური მიდგომა სწორედ ამ მოზაიკურობის დადგენისა და მიზეზების გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.
მიმაგრებული ფაილები:
ლანდშაფტთა სენსიტიუორბის კომპლექსური შეფასსება (საქართველოს მაგალითზე) [ka]ლანდშაფტთა სენსიტიუორბის კომპლექსური შეფასსება (საქართველოს მაგალითზე) [ka]